ოპოზიციონერი დეპუტატები აშშ-ის ელჩს გამოესარჩლნენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი - სხდომის დასაწყისი
საქართველოს პარლამენტი - სხდომის დასაწყისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2022
გამოწერა
დეპუტატებმა მოუწოდეს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს დეზინფორმაცის გავრცელება და ანტიდასავლური კამპანია
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მოუწოდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და მისი რიგებიდან წასულ დეპუტატებს, შეწყვიტონ დეზინფორმაცია და ანტიდასავლური კამპანია, განსაკუთრებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ, ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.
„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა და დაადანაშაულა უმოქმედობაში ოპოზიციის პროვოკაციული განცხადებების დროს და პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ აფინანსებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს და მასმედიას საქართველოში.
„ვემიჯნებით და მკაცრად ვგმობთ მმართველი პარტიის და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე, ქალბატონ კელი დეგნანზე და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ დეპუტატები – თეონა აქუბარდია („სტრატეგია აღმაშენებელი“), ხათუნა სამნიძე (რესპუბლიკური პარტია), თამარ კორძაია (დამოუკიდებელი დეპუტატი), ანა ნაცვლიშვილი („ლელო საქართველოსთვის“) და ანა ბუჩუკური („საქართველოსთვის“).
„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან, გადმოერთოს საქმიან რეჟიმზე და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ მიზნით გასულ კვირას ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ რიგგარეშე სესიას პარლამენტში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორების განცხადებით, რიგგარეშე სესიის დანიშვნის ინიციატივა გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია.
ინიციატივის მიზანია, აღნიშნავენ დეპუტატები, პარლამენტმა დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რაც იქნება პოლიტიკური ნების დემონსტრირება 12 პუნქტის ირგვლივ მუშაობისთვის რეალურ მზადყოფნაზე.
დასვენების დრო არ არის: პრეზიდენტი პარლამენტის მუშაობის განახლების თაობაზე >>
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაიწყოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
განცხადების ხელმომწერმა დეპუტატებმა მოქალაქეებს, არასამთავრობო სექტორს და პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდეს არ დაუშვან ქვეყნის კურსის ცვლილება და „ერთად ვიბრძოლოთ იმ არჩევანის დასაცავად, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს საუკუნეების წინ“.
აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა >>
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივნისს დანიშნა. მისი აზრით, სესია, ისევე, როგორც კომიტეტის სხდომები ხელს შეუწყობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. მანამდე სახელმწიფოს მეთაურს აღნიშნული თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციის სურვილი, მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია უკვე ინიცირებული კანონპროექტების განსახილველად – ეს არის ქვეყანაში პოლარიზაციის გამწვავების მცდელობა. ამასთან მან აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობისთვის ინიცირებული კანონპროექტების მიღება არააქტუალურია.
ყველა ახალი ამბავი
0