კელი დეგნანმა მოსამართლის სკანდალურ განცხადებას უპასუხა

© US Embassy Tbilisi, Georgiaკელი დეგნანი
კელი დეგნანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ მხოლოდ ეხმარება საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნაში.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერევა სასამართლო პროცესში, სინამდვილეს არ შეესაბამება, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების საპასუხოდ, რომელიც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე იყო.
ჩხიკვაძე ამტკიცებს, რომ გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში ის შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კევინ ბურკს. საელჩოს თანამშრომელი მას საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. მოსამართლემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.

„ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში“, – განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა ჯანსაღი დემოკრატიის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად... სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, – აღნიშნა ელჩმა.
ჩხიკვაძემ განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპარლამენტის დეპუტატის მაიკლ გალერის განცხადება მოისმინა გვარამიას საქმეზე, რომელიც მალე თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გალერმა ღიად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ გვარამია 19 ივლისის სხდომაზე უნდა გაამართლოს, რათა „გამოასწოროს ძველი შეცდომები", ანუ იგულისხმება ჩხიკვაძის მიერ დაშვებული შეცდომები.
გვარამიას საქმის მოსამართლემ სასამართლოზე ღია ზეწოლის შესახებ განაცხადა>>
რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს, ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა მას განუცხადა, რომ რამდენიმე დღეში აშშ-ში დაგეგმილი გამგზავრება, რომელიც უკვე გაწერილი იყო, არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. დაგეგმილი იყო სისხლის სამართლის პროფილის ექვსი ქართველი მოსამართლის გამგზავრება.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მისცენ მოსამართლეებს საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
ეს ქართულ სასამართლოზე ზეწოლაა - ექსპერტი მოსამართლის სკანდალურ განცხადებაზე
„მთავარი არხის" ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა" მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები ძველმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0