რას ვჭამთ - საქართველოში საკვები პროდუქტები ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს

© photo: Sputnik / Stringerბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
დარღვევების მაჩვენებლის შემცირება აქტიური კონტროლით და ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობის წყალობით მოხერხდა.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა კვების პროდუქტებში ტყვია ვერ აღმოაჩინეს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სურსათის სააგენტო განაგრძობს ცხოველური და მცენარეული კვების პროდუქტების, ასევე წყლის შემოწმებას მძიმე ლითონის – ტყვიის შემცველობაზე.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოს ინსპექტორებმა პროდუქტებისა და წყლის ნიმუშები აიღეს თბილისში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში და შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნეს.
ბავშვთა საკვების, რძის, ხორცის, თევზის პროდუქტების 118 ნიმუშში ტყვიის შემცველობა დაშვებულ ნორმას არ აღემატებოდა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, დარღვევების მაჩვენებლის შემცირება აქტიური კონტროლით და ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობის წყალობით მოხერხდა.
ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობას გამოიკვლევენ>>
2017 წელს ჩატარებული შემოწმებისას კვების სხვადასხვა პროდუქტის 712 ნიმუშში შეუსაბამობა აღმოჩნდა 97 შემთხვევაში. 2021 წელს გამოიკვლიეს დაახლოებით 500 ნიმუში და ტყვიის გაზრდილი რაოდენობა უკვე არცერთ შემთხვევაში არ აღმოჩნდა.
საქართველოში მოქალაქეების ტყვიით ინტოქსიკაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები გრძელდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბავშვებსა და ზრდასრულებზე ტყვიის ზემოქმედების პრევენციის მიზნით ტყვიის შემცველობაზე სუნელებს შეამოწმებენ.
სუნელებში ტყვიის შემცველობაზე კვლევების ერთობლივად ჩატარებას სამხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას (UNICEF) შორის გაფორმდა.
მემორანდუმი, გარდა ტყვიის შემცველობის კუთხით ნიმუშების კვლევისა, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოს მისცემს საშუალებას, შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბავშვთა კვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ტყვიის შემცველობა წყალში: საქართველოში კვლევა იწყება>>
უფრო ადრე გაეროს ბავშვთა ფონდის მკვლევარებმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საშიში ლითონის შემცველობა ბავშვების 41%-ში გამოვლინდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ამ კუთხით აჭარაში.
ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობას და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0