https://sputnik-georgia.com/20220221/tyviis-shemcveloba-wyalsi-saqartveloshi-kvleva-iwyeba-264621060.html
ტყვიის შემცველობა წყალში: საქართველოში კვლევა იწყება
ტყვიის შემცველობა წყალში: საქართველოში კვლევა იწყება
Sputnik საქართველო
ტყვიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ქვეყნის ოთხ რეგიონში - აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.
2022-02-21T10:11+0400
2022-02-21T10:11+0400
2022-02-21T13:45+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249045356_0:65:3000:1753_1920x0_80_0_0_47c467e6c2d9c9591060cb0c7a97d89d.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სპეციალისტები ისრაელიდან საქართველოში ჩამოვლენ და ქართველ კოლეგებს მდინარეების აუზებში ტყვიის შემცველობის დადგენაში დაეხმარებიან, იუწყება გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).სპეციალისტების ბოლო წლების კვლევების თანახმად, ტყვიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ქვეყნის ოთხ რეგიონში – აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.სამუშაოებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ისრაელელ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ, რომლებიც მათ დაეხმარებიან ცენტრის ლაბორატორიის ტექნიკური საშუალებების განახლებასა და გუნდის მომზადებაში. 2020 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდისგან სპეციალური ლაბორატორიული მოწყობილობა მიიღო, რომელიც გამოიყენება სისხლში, წყალსა და პროდუქტებში ტოქსიკური მეტალების განსაზღვრაში. მოწყობილობა საქართველოში ტყვიის შემცველი წყაროების შესწავლის მიზნით იქნა შეძენილი.2019 წელს საქართველოში 2-7 წლის 1,5 ათასზე მეტი ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა გამოიკვლიეს. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღმოაჩნდა – 5 μg/dL-ზე მეტი, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში ნორმად მიჩნეულ მაჩვენებელს.ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებით, კუჭ-ნაწლავის სისტემიდან და კანის მეშვეობითაც. შემდგომში ის ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ტყვია ონკოლოგიურ დაავადებებსაც იწვევს.წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
https://sputnik-georgia.com/20200430/saqarTveloSi-gaeros-bavSvTa-fondi-sisxlSi-tyviis-Semcvelobaze-kvlevebs-kvlav-dauRers-mxars-248376970.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249045356_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_8d302691102c95f4bcb059fd4569a23a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ეკოლოგია ტყვიის შემცველობა წყალში სისხლში პროდუქტებში
საქართველო ეკოლოგია ტყვიის შემცველობა წყალში სისხლში პროდუქტებში
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სპეციალისტები ისრაელიდან საქართველოში ჩამოვლენ და ქართველ კოლეგებს მდინარეების აუზებში ტყვიის შემცველობის დადგენაში დაეხმარებიან, იუწყება გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
სპეციალისტების ბოლო წლების კვლევების თანახმად, ტყვიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ქვეყნის ოთხ რეგიონში – აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.
„სპეციალისტები ისრაელიდან აიღებენ წყლის ნიმუშებს და მათ სამშობლოში გადაგზავნიან. შემდგომ მოქმედებებს ექსპერტები მიღებული შედეგების გათვალისწინებით დაგეგმავენ“, – ნათქვამია UNICEF-ის განცხადებაში.
სამუშაოებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ისრაელელ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ, რომლებიც მათ დაეხმარებიან ცენტრის ლაბორატორიის ტექნიკური საშუალებების განახლებასა და გუნდის მომზადებაში.
2020 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდისგან სპეციალური ლაბორატორიული მოწყობილობა მიიღო, რომელიც გამოიყენება სისხლში, წყალსა და პროდუქტებში ტოქსიკური მეტალების განსაზღვრაში. მოწყობილობა საქართველოში ტყვიის შემცველი წყაროების შესწავლის მიზნით იქნა შეძენილი.
2019 წელს საქართველოში 2-7 წლის 1,5 ათასზე მეტი ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობა გამოიკვლიეს. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე აღმოაჩნდა – 5 μg/dL-ზე მეტი, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში ნორმად მიჩნეულ მაჩვენებელს.
ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებით, კუჭ-ნაწლავის სისტემიდან და კანის მეშვეობითაც. შემდგომში ის ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ტყვია ონკოლოგიურ დაავადებებსაც იწვევს.