https://sputnik-georgia.com/20220714/tyviis-semcveloba-sunelebsi-268517932.html
ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობას გამოიკვლევენ
ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობას გამოიკვლევენ
Sputnik საქართველო
დოკუმენტს, რომელის საფუძველზეც სუნელების შემცველობას გამოიკვლევენ, ხელი დღეს მოეწერა. 14.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-14T18:17+0400
2022-07-14T18:17+0400
2022-07-14T22:01+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/69/235156945_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_9642aeb61f8f007f64c401a85f87da6e.jpg
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ბავშვებსა და ზრდასრულებზე ტყვიის ზემოქმედების პრევენციის მიზნით სუნელებს ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.სუნელებში ტყვიის შემცველობაზე კვლევების ერთობლივად ჩატარებას სამხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც ხელი დღეს მოეწერა.დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას (UNICEF) შორის გაფორმდა.მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მოაწერეს.გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელმა ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ ტყვიის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესწავლა მნიშვნელოვანი საკითხია. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეეცდებიან შესაბამისი კვლევების განხორციელებით ქვეყანაში ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა აღმოფხვრან.გიორგი ხანაშვილის განცხადებით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მემორანდუმის მიზანია განხორციელდეს პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბავშვთა უვნებელი კვების უზრუნველსაყოფად.ტყვიის შემცველობა წყალში: საქართველოში კვლევა იწყება>>სურსათის ეროვნული სააგენტო სუნელების მძიმე ლითონების შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს მას შემდეგ შეუდგა, რაც 2017 წლის ივლისის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა აშშ-ის მოსახლეობა გააფრთხილა, არ შეიძინონ ქართული სანელებლები, მათ შორის სვანური მარილი, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს.სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 2017 წელს ლაბორატორიულად შეისწავლეს ქართული სანელებლების 187 ნიმუში, აქედან 33 შემთხვევაში (18%) ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. დარღვევები ძირითადად (88%) დაფიქსირდა ფიზიკური პირების მიერ კუსტარულ პირობებში დამზადებულ სუნელებსა და სანელებლებში. ისინი არ იყვნენ დარეგისტრირებული და, შესაბამისად, მათ არავინ ამოწმებდა.სახელმწიფო კონტროლის დროს იყო შემთხვევები, როდესაც სანელებლების დამზადებისას იყენებდნენ კომპონენტებს, რომლებიც კვების პროდუქტისთვის არ არის განკუთვნილი.ტყვია ბავშვების ორგანიზმში – მთავრობა სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს>>ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ ათი ქიმიური ნივთიერების სიაში შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს, რათა დაცული იყოს მშრომელთა, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა.ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობას და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23515/69/235156945_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3a67bb65832c1cc4e014405d8c6747b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობას გამოიკვლევენ
18:17 14.07.2022 (განახლებულია: 22:01 14.07.2022) დოკუმენტს, რომელის საფუძველზეც სუნელების შემცველობას გამოიკვლევენ, ხელი დღეს მოეწერა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ბავშვებსა და ზრდასრულებზე ტყვიის ზემოქმედების პრევენციის მიზნით სუნელებს ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სუნელებში ტყვიის შემცველობაზე კვლევების ერთობლივად ჩატარებას სამხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც ხელი დღეს მოეწერა.
დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას (UNICEF) შორის გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მოაწერეს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით უახლოეს რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში ტყვიის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებული საკითხი უნდა მოწესრიგდეს და პარამეტრები დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვდეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელმა ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ ტყვიის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესწავლა მნიშვნელოვანი საკითხია. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეეცდებიან შესაბამისი კვლევების განხორციელებით ქვეყანაში ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა აღმოფხვრან.
გიორგი ხანაშვილის განცხადებით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მემორანდუმის მიზანია განხორციელდეს პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, შეიმუშაოს რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბავშვთა უვნებელი კვების უზრუნველსაყოფად.
სურსათის ეროვნული სააგენტო სუნელების მძიმე ლითონების შემცველობაზე ლაბორატორიულ კვლევებს მას შემდეგ შეუდგა, რაც 2017 წლის ივლისის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა აშშ-ის მოსახლეობა გააფრთხილა, არ შეიძინონ ქართული სანელებლები, მათ შორის სვანური მარილი, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 2017 წელს ლაბორატორიულად შეისწავლეს ქართული სანელებლების 187 ნიმუში, აქედან 33 შემთხვევაში (18%) ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. დარღვევები ძირითადად (88%) დაფიქსირდა ფიზიკური პირების მიერ კუსტარულ პირობებში დამზადებულ სუნელებსა და სანელებლებში. ისინი არ იყვნენ დარეგისტრირებული და, შესაბამისად, მათ არავინ ამოწმებდა.
სახელმწიფო კონტროლის დროს იყო შემთხვევები, როდესაც სანელებლების დამზადებისას იყენებდნენ კომპონენტებს, რომლებიც კვების პროდუქტისთვის არ არის განკუთვნილი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ ათი ქიმიური ნივთიერების სიაში შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს, რათა დაცული იყოს მშრომელთა, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა.
ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობას და სხვ.