„ქართული ოცნება" პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

© Sputnik / STRINGERპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2022
გამოწერა
თუ მმართველი პარტიის დეპუტატები რიგგარეშე სესიის ფარგლებში პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან, სხდომა ჩავარდება.
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა მონაწილეობას არ მიიღებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაში, რომელიც ოპოზიციის ნაწილის ინიციატივით პრეზიდენტმა მოიწვია, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის ინიციტივით 46 დეპუტატი გამოვიდა. ოპოზიციონერებმა ინიციატივის მიზეზად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად წამოყენებული 12 პირობის შესრულებაზე მუშაობა დაასახელეს.

„18 ივლისის რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ამიტომ ჩვენი ფრაქციის 81 წევრისგან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, პროცესის მიზანია არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება. დეპოლარიზაცია კი 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ოპოზიცია ყველაფერთან ერთად ასევე მოითხოვს კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას არჩევნების სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებას და ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას.
დასვენების დრო არ არის: პრეზიდენტი პარლამენტის მუშაობის განახლების თაობაზე>>
„არც საკითხებია მომზადებული იმისთვის, რომ განვიხილოთ და რომც იყოს, ვერ განიხილება, იმიტომ რომ პირველადი ეტაპი არის საკომიტეტო მოსმენები და ამის შემდეგ გადის ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე“, – განმარტა მიქანაძემ.
ამასთან დაკავშირებით მან ოპოზიციონერებს მოუწოდა, ჩაერთონ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ პროცესში. ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში, რომელთა ჩასატარებლად საჭირო არ არის რიგგარეშე სესიის მოწვევა.
ალოგიკური და წინააღმდეგობრივია - „ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებენ>>
ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი რამდენიმე საპარლამენტო პარტიამ განაცხადა: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებლმა“, „ლელომ საქართველოსთვის“.
თუ მმართველი პარტიის დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ გამოცხადდებიან, კვორუმი არ შედგება და, შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება.
ყველა ახალი ამბავი
0