https://sputnik-georgia.com/20220715/qartul-ocnebashi-prezidentis-gadawyvetilebas-apaseben-268568856.html
ალოგიკური და წინააღმდეგობრივია - „ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებენ
ალოგიკური და წინააღმდეგობრივია - „ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებენ
Sputnik საქართველო
ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. 15.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-15T22:16+0400
2022-07-15T22:16+0400
2022-07-15T23:02+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24699/06/246990636_0:0:1853:1043_1920x0_80_0_0_d67decf761777c79d80d75704129994d.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ალოგიკურია და ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმას, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივნისს დანიშნა. მისი აზრით, სესია, ისევე, როგორც კომიტეტის სხდომები ხელს შეუწყობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. მანამდე სახელმწიფოს მეთაურს აღნიშნული თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა. ისინი მოიხოვენ მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმით მუშაობას.არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა, რომელსაც ოპოზიცია იშველიებს, მოიცავს კომიტეტების ნაწილის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას, არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24699/06/246990636_53:0:1498:1084_1920x0_80_0_0_efc1ed317ceac87eb9aaf8fddc76ca43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ალოგიკური და წინააღმდეგობრივია - „ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებენ
22:16 15.07.2022 (განახლებულია: 23:02 15.07.2022) ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ალოგიკურია და ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმას, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივნისს დანიშნა. მისი აზრით, სესია, ისევე, როგორც კომიტეტის სხდომები ხელს შეუწყობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. მანამდე სახელმწიფოს მეთაურს აღნიშნული თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო 12-პუნქტიან გეგმასთან მიმართებით. ვინაიდან პირველივე პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ დეპოლარიზაციაზე. და მთლიანი არსი იმაშია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად დაჯდომა და საკითხების მომზადება უნდა შეძლონ“, – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა. ისინი მოიხოვენ მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმით მუშაობას.
არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა, რომელსაც ოპოზიცია იშველიებს, მოიცავს კომიტეტების ნაწილის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას, არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას და სხვ.