https://sputnik-georgia.com/20220715/saqartveloshi-turqetis-axali-elchi-saqmianobas-sheudga-268570223.html
საქართველოში თურქეთის ახალი ელჩი საქმიანობას შეუდგა
საქართველოში თურქეთის ახალი ელჩი საქმიანობას შეუდგა
Sputnik საქართველო
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. 15.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-15T22:50+0400
2022-07-15T22:50+0400
2022-07-16T19:54+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0f/268569316_0:0:1135:639_1920x0_80_0_0_52e3107a44a9578af1146c475b69923c.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში თურქეთის ახალ ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.ორბაიმ თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანი შეცვალა, რომელსაც ელჩის პოსტი 2017 წლიდან ეკავა.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.საქართველომ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება განიხილეს>>>შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად.შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ქართულ-თურქული ურთიერთობების წარმატებული განვითარებისთვის აქტიურ თანამშრომლობაზე.საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ოთხ თვეში დაახლოებით 766,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6% იყო.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0f/268569316_128:0:1033:679_1920x0_80_0_0_c5b0c477413ae9418957ace678b0e600.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოში თურქეთის ახალი ელჩი საქმიანობას შეუდგა
22:50 15.07.2022 (განახლებულია: 19:54 16.07.2022) საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში თურქეთის ახალ ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ორბაიმ თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანი შეცვალა, რომელსაც ელჩის პოსტი 2017 წლიდან ეკავა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ქართულ-თურქული ურთიერთობების წარმატებული განვითარებისთვის აქტიურ თანამშრომლობაზე.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ოთხ თვეში დაახლოებით 766,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6% იყო.