https://sputnik-georgia.com/20220616/saqartvelom-da-turqetma-strategiuli-partniorobis-ganvitareba-ganixiles-267544397.html
საქართველომ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება განიხილეს
საქართველომ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება განიხილეს
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა თურქ დიპლომატთან, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.
2022-06-16T22:36+0400
2022-06-16T22:36+0400
2022-06-16T22:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თურქეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267534415_0:155:1280:876_1920x0_80_0_0_e84269766173f6b17b2f4f400700e191.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა განიხილეს, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.ღარიბაშვილმა გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა თურქ დიპლომატთან, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა". აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ოთხ თვეში დაახლოებით 766,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6% იყო.წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267534415_178:176:1111:876_1920x0_80_0_0_97e018d7c8bbf74eeb6073ca6cfafc1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო თურქეთი სტრატეგიული პარტნიორობა განვითარება შეხვედრა ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო თურქეთი სტრატეგიული პარტნიორობა განვითარება შეხვედრა ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველომ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება განიხილეს
22:36 16.06.2022 (განახლებულია: 22:37 16.06.2022) ღარიბაშვილმა გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა თურქ დიპლომატთან, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა განიხილეს, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.
ღარიბაშვილმა გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა თურქ დიპლომატთან, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა". აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.
მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ოთხ თვეში დაახლოებით 766,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6% იყო.