https://sputnik-georgia.com/20220715/opoziciam-papuasvilis-kritikas-upasuxa-268561917.html
ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას უპასუხა
ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას უპასუხა
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერებმა მთავარი კანონმდებლის განცხადებებს სამარცხვინო უწოდეს. 15.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-15T18:54+0400
2022-07-15T18:54+0400
2022-07-15T22:17+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/19/248851985_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_a644b24dbcc20f341f020ff82da7077f.jpg
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. თუ ვინმე ვაჭრობს საქართველოში ქვეყნის ინტერესებით, ეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ.უფრო ადრე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ევროპული მომავლით ვაჭრობს და, ევროკომისიის პირობების შესრულების პროცესში მონაწილეობის ნაცვლად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ასევე სამარცხვინო უწოდა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ.„ქართული ოცნება" ვაჭრობს ქვეყნის დასავლური ორიენტაციით, აშანტაჟებს დასავლელ პარტნიორებს ორბიტის შეცვლით... ეს შანტაჟი ძალიან მძიმედ დაუმთავრდება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გოცირიძემ.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა.პაპუაშვილმა ოპოზიცია საბოტაჟში დაადანაშაულა>>ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. მათ შორის ერთ-ერთია დეპოლარიზაციის მიღწევა.როგორც ევროკომისიაში თავდაპირველად განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ, მაგრამ ოთხშაბათს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ საქართველოს პირობების შესრულებისთვის მეტი დრო ექნება.მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა არ დააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლიტიზაციის საკითხში, რათა მხარეები დასხდნენ მაგიდასთან და რეფორმებზე დაიწყონ მუშაობა.შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ევროპული საბჭოს პირობების შესრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს>>ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაციის აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ ევროკომისიის პირობამ, პირიქით, გააღრმავა სიტუაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/19/248851985_63:0:1202:854_1920x0_80_0_0_73722579168d31fca3429ede69fa1057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა
ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას უპასუხა
18:54 15.07.2022 (განახლებულია: 22:17 15.07.2022) ოპოზიციონერებმა მთავარი კანონმდებლის განცხადებებს სამარცხვინო უწოდეს.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. თუ ვინმე ვაჭრობს საქართველოში ქვეყნის ინტერესებით, ეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ.
უფრო ადრე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ევროპული მომავლით ვაჭრობს და, ევროკომისიის პირობების შესრულების პროცესში მონაწილეობის ნაცვლად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.
„პაპუაშვილი რომ ნამდვილად პარლამენტის თავმჯდომარედ გრძნობდეს თავს, ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდა. შეუფერებელი და სამარცხვინოა ის განცხადებები, რაც გააკეთა... ქვეყნის ინტერესებით თუ ვინმე ვაჭრობს, ეს „ქართული ოცნებაა“, – განუცხადა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ასევე სამარცხვინო უწოდა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ.
„ქართული ოცნება" ვაჭრობს ქვეყნის დასავლური ორიენტაციით, აშანტაჟებს დასავლელ პარტნიორებს ორბიტის შეცვლით... ეს შანტაჟი ძალიან მძიმედ დაუმთავრდება „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გოცირიძემ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. მათ შორის ერთ-ერთია დეპოლარიზაციის მიღწევა.
როგორც ევროკომისიაში თავდაპირველად განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ, მაგრამ ოთხშაბათს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ საქართველოს პირობების შესრულებისთვის მეტი დრო ექნება.
მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა არ დააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლიტიზაციის საკითხში, რათა მხარეები დასხდნენ მაგიდასთან და რეფორმებზე დაიწყონ მუშაობა.
ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაციის აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ ევროკომისიის პირობამ, პირიქით, გააღრმავა სიტუაცია.