https://sputnik-georgia.com/20220714/opozicia-aqciebs-aanonsebs-ocnebis-reaqcia-268523319.html
ოპოზიცია კვლავ საპროტესტო აქციებს აანონსებს - „ქართული ოცნების“ რეაქცია
ოპოზიცია კვლავ საპროტესტო აქციებს აანონსებს - „ქართული ოცნების“ რეაქცია
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერები ზიანს აყენებენ საკუთარ თავსაცა და ქვეყანასაც, მიიჩნევს დეპუტატი. 14.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-14T18:38+0400
2022-07-14T18:38+0400
2022-07-14T22:05+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/91/247129177_249:493:1800:1365_1920x0_80_0_0_0a62449fcfdf00a8a662b0e429c1131b.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ოპოზიციის გეგმები მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებასთან დაკავშირებით არასერიოზულია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გურამ მაჭარაშვილმა.ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას გეგმაზომიერი სტრატეგია აქვს – სექტემბრიდან მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყოს და არ დაემორჩილოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.როგორც ჩანს, ვაშაძე დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებს საპროტესტო აქციებით პასუხობს, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა უმრავლესობიდან ბექა დავითულიანმა.„ამით ქვეყანასაც აზიანებენ და საკუთარ თავსაც. ვნახეთ, რა რესურსი აქვთ. აქციების გზით არასოდეს არაფერი გამოვიდა და დადგა დრო, ოპოზიცია მიხვდეს, რომ ეს არის დესტრუქციული გზა და ცოტა სხვანაირად უნდა იარონ“, – განაცხადა დავითულიანმა.ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.პაპუაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატი გააკრიტიკა>>უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაციის აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ ევროკომისიის პირობებმა, პირიქით, გააღრმავა სიტუაცია.ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.ევროკომისიამ სტატუსის საკითხთან დაკავშირებით საქართველოზე ანგარიშის შედგენის ვადა გადაწია>>როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ, მაგრამ ოთხშაბათს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ საქართველოს პირობების შესრულებისთვის მეტი დრო ექნება.მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, არ დააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლიტიზაციის საკითხში, რათა მხარეები დასხდნენ მაგიდასთან და რეფორმებზე დაიწყონ მუშაობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/91/247129177_114:274:1569:1365_1920x0_80_0_0_ff0f3f770a0bba5c75aa0e6c1bf3f7fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ოპოზიცია კვლავ საპროტესტო აქციებს აანონსებს - „ქართული ოცნების“ რეაქცია
18:38 14.07.2022 (განახლებულია: 22:05 14.07.2022) ოპოზიციონერები ზიანს აყენებენ საკუთარ თავსაცა და ქვეყანასაც, მიიჩნევს დეპუტატი.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ოპოზიციის გეგმები მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებასთან დაკავშირებით არასერიოზულია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას გეგმაზომიერი სტრატეგია აქვს – სექტემბრიდან მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყოს და არ დაემორჩილოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. მისი თქმით, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
„გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციები სექტემბერში რატომ დააანონსა – ახლა თავად არის შვებულებაში თუ ვინმე გაუშვა შვებულებაში? ამის დაზუსტებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა პოლიტიკოსი ხარ და პოზიცია გაქვს, რომ ქვეყანა იღუპება და გინდა გადაარჩინო, აქციებს აანონსებ ორი თვის შემდეგ, ეს არის არასერიოზული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც ჩანს, ვაშაძე დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებს საპროტესტო აქციებით პასუხობს, განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა უმრავლესობიდან ბექა დავითულიანმა.
„ამით ქვეყანასაც აზიანებენ და საკუთარ თავსაც. ვნახეთ, რა რესურსი აქვთ. აქციების გზით არასოდეს არაფერი გამოვიდა და დადგა დრო, ოპოზიცია მიხვდეს, რომ ეს არის დესტრუქციული გზა და ცოტა სხვანაირად უნდა იარონ“, – განაცხადა დავითულიანმა.
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.
უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლარიზაციის აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ ევროკომისიის პირობებმა, პირიქით, გააღრმავა სიტუაცია.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ, მაგრამ ოთხშაბათს ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა განაცხადა, რომ საქართველოს პირობების შესრულებისთვის მეტი დრო ექნება.
მისი თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, არ დააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა დეპოლიტიზაციის საკითხში, რათა მხარეები დასხდნენ მაგიდასთან და რეფორმებზე დაიწყონ მუშაობა.