ევროკომისიამ სტატუსის საკითხთან დაკავშირებით საქართველოზე ანგარიშის შედგენის ვადა გადაწია

© AFP 2024 / EMMANUEL DUNANDევროკომისიის შენობა ბრიუსელში
ევროკომისიის შენობა ბრიუსელში - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
ევროკომისიამ გადაწყვიტა, არ დააჩქაროს ქართული პოლიტიკური ელიტა.
თბილისი,13 ივლისი – Sputnik. ევროკომისიამ გადაწყვიტა, მეტი დრო მისცეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულებისთვის, განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა მიხაილ რუპმა ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
მანამდე ევროკავშირის საბჭომ გაითვალისწინა ევროკომისიის რეკომენდაცია, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მას კანდიდატის სტატუსი მხოლოდ 12 პირობის შესრულების შემდეგ მიანიჭოს. საუბარია პოლარიზაციის აღმოფხვრაზე, დეოლიგარქიზაციაზე, მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე, სასამართლო სისტემის სრულ დამოუკიდებლობაზე და ა.შ.

„ფრთხილად განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლარიზების მცდელობებში, რათა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტის პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ“, – განაცხადა რუპმა.

ეს ქართულ პოლიტიკურ სისტემას მისცემს საკმარის დროს – იმუშაოს პრიორიტეტებზე, დასძინა მან.
უფრო ადრე ევროკომისიამ განაცხადა, რომ ანგარიშს საქართველოს მიერ პირობების შესრულებაზე 2022 წლის ბოლოსთვის წარმოადგენს.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
ასევე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი, რომლის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის თავმჯდომარე. კომიტეტების პირველი სხდომები უკვე ჩატარდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ყველა ახალი ამბავი
0