https://sputnik-georgia.com/20220713/papuasvilma-evroparlamentis-deputati-gaakritika-268490429.html
პაპუაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატი გააკრიტიკა
პაპუაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატი გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
კამათის თემა კვლავ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახდა. 13.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-13T18:28+0400
2022-07-13T18:28+0400
2022-07-13T21:38+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროპა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306193_0:160:1280:880_1920x0_80_0_0_e3a41dc8b3719462f65fc9a961f5c3da.jpg
თბილისი,13 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს მოუწოდა, არ წააქეზონ პოლარიზაცია ქვეყანაში თავიანთი განცხადებებით.უფრო ადრე, ოთხშაბათს „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ რასა იუკნიავიჩენემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობაა დეოლიგარქიზაცია, რაც გულისხმობს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ევროკავშირის განწყობას ეწინააღმდეგება.„ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და, მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ პოლარიზაცია პოლიტიკურ ელიტაში პრობლემას წარმოადგენს.„საქმე ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის, იმისთვის, რათა რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ რჩება მაპოლარიზებულ რიტორიკაში. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი ამავე რიტორიკას იზიარებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კულისებიდან მართავს, გამუდმებით ლაპარაკობს ოპოზიციის დიდი ნაწილი.„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიაა. მასში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც თავის დროზე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააარსა.დეოლიგარქიზაცია და ივანიშვილი: პრემიერმა მტკივნეულ თემაზე ისაუბრა>>რაც შეეხება ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს.
https://sputnik-georgia.com/20220713/evrokomisiam-saqartveloze-angarisis-wardgenis-vada-gadawia-268486084.html
ევროპა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306193_302:186:1227:880_1920x0_80_0_0_47c31d7090167fdbdeb452308af625dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპა, საქართველო
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროპა, საქართველო
პაპუაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატი გააკრიტიკა
18:28 13.07.2022 (განახლებულია: 21:38 13.07.2022) კამათის თემა კვლავ მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახდა.
თბილისი,13 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის წევრებს მოუწოდა, არ წააქეზონ პოლარიზაცია ქვეყანაში თავიანთი განცხადებებით.
უფრო ადრე, ოთხშაბათს „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ რასა იუკნიავიჩენემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობაა დეოლიგარქიზაცია, რაც გულისხმობს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მათ შორის, ევროპარლამენტის წევრებს, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ოპოზიციას რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებაში, ჩახედონ მათ შორის რეკომენდაციების პირველ პუნქტს, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და თავად ნუ იქნებიან პოლარიზაციის წამქეზებლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ევროკავშირის განწყობას ეწინააღმდეგება.
„ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: კონკრეტულად ეს დეპუტატი თავადვე ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებას, აქეზებს საქართველოში პოლარიზაციას და, მათ შორის, ამ კუთხით შეურაცხყოფს ქართულ დემოკრატიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ პოლარიზაცია პოლიტიკურ ელიტაში პრობლემას წარმოადგენს.
„საქმე ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ნაბიჯი გადავდგით, მათ შორის, იმისთვის, რათა რიტორიკა შერბილდეს. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამაში არ მოგვყვება და კვლავ რჩება მაპოლარიზებულ რიტორიკაში. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი ამავე რიტორიკას იზიარებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კულისებიდან მართავს, გამუდმებით ლაპარაკობს ოპოზიციის დიდი ნაწილი.
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიაა. მასში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც თავის დროზე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააარსა.
რაც შეეხება ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს.