„სამარცხვინო განცხადება“ - კობახიძე ევროპარლამენტის დეპუტატისგან განმარტებას მოითხოვს

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში მონაწილეობაზე დამადასტურებელი ფაქტების გარეშე ლაპარაკობენ.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის დეპუტატის რასა იუკნიავიჩენეს განცხადებას სამარცხვინო და უსაფუძვლო უწოდა.
გუშინ „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ რასა იუკნიავიჩენემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი პირობაა დეოლიგარქიზაცია, რაც გულისხმობს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.

„ქალბატონ რასას განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო. ამ განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები... საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კულისებიდან მართავს, გამუდმებით ლაპარაკობს ოპოზიციის დიდი ნაწილი.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია ლაპარაკობს ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლოა მონაწილეობაზე დამადასტურებელი ფაქტების გარეშე.
„ვერცერთი ფაქტი, ვერც საჯაროდ და ვერც ერთი-ერთზე ვერ წარმოადგინეს... არ ვიცი, ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ, მაგრამ მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები“, – განაცხადა კობახიძემ.
პაპუაშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატი გააკრიტიკა>>
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პარტიაა. მასში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც თავის დროზე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააარსა.
რაც შეეხება ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0