აჭარაში რაგბის სტადიონის მშენებლობა იწყება

© photo: Sputnik / Stringerრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2022
გამოწერა
პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული ოფისი, გასახდელები, პრესკონფერენციის დარბაზი.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. აჭარაში, კურორტ ჩაქვში რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო, იუწყება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.
პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ღირებულება 4,6 მილიონი ლარია.
სტადიონი 300-მდე მაყურებელს დაიტევს. პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ადმინისტრაციული ოფისი, გასახდელები და პრესკონფერენციის დარბაზი.
ობიექტის მშენებლობის დაწყება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, იოსებ ტყემალაძესთან ერთად დააანონსა. პროექტის პრეზენტაციის თარიღი შემთხვევით არ შეირჩა. კვირას რაგბის ბათუმელი გულშემატკივრებს ნამდვილი დღესასწაული ელოდება - საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს მასპინძლობს.
ბათუმის სტადიონს Adjarabet Arena ერქმევა >>
გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. ყველა მატჩი იტალიელებმა მოიგეს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ფეხბურთის, რაგბის სტადიონების, მოედნების და სპორტული კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონს დიდი მიღწევები აქვს სპორტის თითქმის ყველა სახეობაში.
რაგბის მოედნების მოწყობა შუახევსა და ქობულეთშიც მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0