ბათუმის სტადიონს  Adjarabet Arena ერქმევა

© photo: Sputnikბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
ბათუმის ახალი სტადიონისთვის სახელის მინიჭების უფლებაზე გამოცხადებული აუქციონი კომპანია „აჭარაბეთის“ გამარჯვებით დასრულდა. საქართველოში სტადიონის დასახელება პირველად გაიყიდა.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ბათუმის ახალ სტადიონს ხუთი წლის განმავლობაში Adjarabet Arena ერქმევა.
სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება 24 ივნისს დასრულებულ აუქციონზე შეიძინა კომპანია Ajara PMC-მა („აჭარის პროექტების მართვის კომპანია"), რომელსაც ეკუთვნის ტოტალიზატორების ყველაზე დიდი ქსელი. 
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ბათუმის სტადიონი ათეულშია – გამარჯვებული 10 მარტს გამოვლინდება
ლოტის სასტარტო ფასი 1 მლნ ლარს შეადგენდა. აუქციონზე ფასის მატების ბიჯის ოდენობად 25 ათასი ლარი განისაზღვრა. დაინტერესებულმა კომპანიებმა სულ 30 ბიჯი გააკეთეს. 
აუქციონში გამარჯვებული კომპანია, რომელმაც ბათუმის სტადიონის დასახელებისა და რეკლამირების უფლება მოიპოვა, ყოველწლიურად 1,75 მლნ ლარს გადაიხდის.
„აჭარაბეთი“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში აჭარის ბიუჯეტში ჯამში 8,75 მლნ ლარს გადაიხდის. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს: სტადიონის გარე პერიმეტრზე სტადიონის სახელის მოცულობითი ასოებით განთავსება, სტადიონზე მდებარე „ბიზნეს–ბოქსით“ სარგებლობა, სტადიონის გარე ფასადის კორპორაციულ ფერში განათება“, – ნათქვამია კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„აჭარაბეთი“ შემხებლობაში არ იქნება სტადიონის მართვასთან და მხოლოდ რეკლამას განათავსებს.
ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო. იგი დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. პროექტის ღირებულებამ თითქმის 145 მლნ ლარი შეადგინა. ბათუმის ახალი არენა უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონია, რომელიც უახლესი მოდელის განათების, გახმოვანებისა და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი.
სტადიონის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა.
ბათუმის სტადიონი 2023 წელს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0