ბათუმის სტადიონი ათეულშია – გამარჯვებული 10 მარტს გამოვლინდება

© courtesy of LTD Stadiumბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
საუკეთესო სტადიონის შერჩევა მოხდება რამდენიმე პარამეტრებით – არქიტექტურული, ფუნქციონალური და ინოვაციის კუთხით.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ბათუმის ახალი სტადიონი ათ ფინალისტს შორის მოხვდა ბრიტანულ პორტალ StadiumDB-ს ტრადიციულ გამოკითხვაში, რომლის მიზანიც გასულ წელს აშენებული მსოფლიოს საუკეთესო სპორტული არენის გამოვლენაა.

წლევანდელ გამოკითხვაში, რომელიც მეთერთმეტედ ტარდება, თავდაპირველად 20 სტადიონი იყო შესული. საუკეთესო სტადიონი ორ ეტაპად ვლინდება. თავიდან საკუთარ არჩევანს პროფესიონალური ჟიური აკეთებს, შემდეგ კი გულშემატკივრების გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. 

ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
ხმა მივცეთ: ბათუმის სტადიონი საუკეთესო სპორტული არენის წოდებისთვის იბრძოლებს

პორტალზე გავრცელებული ინფორმაციით, 1 მარტს ჟიურის წევრებმა კონკურსში მონაწილე 20 სტადიონიდან ათი ფინალისტი უკვე გამოავლინეს, 10 მარტისთვის კი ცნობილი გახდება, თუ რომელი სტადიონია ყველაზე საუკეთესო.

„პირველი სწრაფი რაუნდის შემდეგ ფინალისტების სია გამოვლინდა, შემდეგ კი ყველა ფინალისტი მოედანი სამ კატეგორიად განლაგდა: არქიტექტურული ღირებულება, ფუნქციონალობა და ინოვაცია. სტადიონების შეფასება აუდიოვიზუალური მასალებისა და ტექსტების საფუძველზე ხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება გულშემატკივრებს, მათ უნდა შეარჩიონ 5 საუკეთესო არენა და თითოეული 5-დან 1-მდე ვარსკვლავით შეაფასონ. ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე

ბათუმის ახალი სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
პირველად საქართველოში – ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოეწყობა

შესაბამისი პლატფორმის საშუალებით საუკეთესო სტადიონის გამოსავლენად გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა ამ დრომდე 16 ათასამდე სპორტის მოყვარულმა და არქიტექტორმა მიიღო.

კონკურსის საბოლოო გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად 10 მარტს გამოვლინდება, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობა თბილისის დროით 7 მარტს, 21:00 საათზე დასრულდება.

ბათუმის სტადიონის გარდა, საუკეთესო ოცეულში მოხვდნენ კატარში, აშშ-ში, ისრაელში, ინგლისში, თურქეთში, ჩილეში, იაპონიაში, ავსტრალიაში, შვეიცარიაში, რუმინეთში, მალაიზიასა და ჩინეთში აშენებული არენები.

ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0