https://sputnik-georgia.com/20220707/saqartvelo-turistul-axalgazrdul-samitsi-monawileobs-268273396.html
საქართველო პირველ გლობალურ ახალგაზრდულ ტურისტულ სამიტში მონაწილეობს
საქართველო პირველ გლობალურ ახალგაზრდულ ტურისტულ სამიტში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
ახალგაზრდები 60 ქვეყნიდან იტალიის ქალაქ სორენტოში შეიკრიბნენ და ერთმანეთს ტურიზმის განვითარების საკუთარი ხედვა გაუზიარეს. 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T11:52+0400
2022-07-07T11:52+0400
2022-07-07T15:29+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საქართველო
ახალი ამბები
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259283571_0:0:3069:1727_1920x0_80_0_0_bb934b440176723174c063a17b23d219.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველომ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში Global Youth Tourism Summit მიიღო მონაწილეობა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.გლობალურ ახალგაზრდულ სამიტზე საქართველოს სახელით სვანეთში, უშგულში მცხოვრები 17 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი წარდგა.ახალგაზრდები მსოფლიოს 60 ქვეყნიდან იტალიის ქალაქ სორენტოში შეიკრიბნენ და ერთმანეთს ტურიზმის განვითარების საკუთარი ხედვა გაუზიარეს. სამიტზე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის მასტერ-კლასები ჩატარდა.ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სპეციალური სტუმრის და საპატიო ელჩის სტატუსით მოწვეულმა ცნობილმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ. ახალგაზრდებს შეხვედრები ჰქონდათ ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან.საქართველოში კურორტების განვითარების სააგენტო იქმნება>>სამიტის ფარგლებში მაღალი რანგის მინისტერიალიც გაიმართა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრო.სამიტი რომის პაპის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მიმართა ცნობილმა მსახიობმა სოფი ლორენმა.ტურისტების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა - მონაცემები განახლდა>>ღონისძიების ფარგლებში სადისკუსიო პლატფორმებზე ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სფეროს სტაბილური განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.ღონისძიება 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართა. სამიტში მონაწილეობა მიიღეს 12-დან 18 წლამდე მოზარდებმა. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ტურიზმის მომავლის შესახებ.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259283571_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_bc2c7dc85d771b11bd87e6cfa16a14f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველო, ახალი ამბები, იტალია
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საქართველო, ახალი ამბები, იტალია
საქართველო პირველ გლობალურ ახალგაზრდულ ტურისტულ სამიტში მონაწილეობს
11:52 07.07.2022 (განახლებულია: 15:29 07.07.2022) ახალგაზრდები 60 ქვეყნიდან იტალიის ქალაქ სორენტოში შეიკრიბნენ და ერთმანეთს ტურიზმის განვითარების საკუთარი ხედვა გაუზიარეს.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველომ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში Global Youth Tourism Summit მიიღო მონაწილეობა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
გლობალურ ახალგაზრდულ სამიტზე საქართველოს სახელით სვანეთში, უშგულში მცხოვრები 17 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი წარდგა.
ახალგაზრდები მსოფლიოს 60 ქვეყნიდან იტალიის ქალაქ სორენტოში შეიკრიბნენ და ერთმანეთს ტურიზმის განვითარების საკუთარი ხედვა გაუზიარეს. სამიტზე ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის მასტერ-კლასები ჩატარდა.
ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სპეციალური სტუმრის და საპატიო ელჩის სტატუსით მოწვეულმა ცნობილმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ. ახალგაზრდებს შეხვედრები ჰქონდათ ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან.
სამიტის ფარგლებში მაღალი რანგის მინისტერიალიც გაიმართა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრო.
სამიტი რომის პაპის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მიმართა ცნობილმა მსახიობმა სოფი ლორენმა.
ღონისძიების ფარგლებში სადისკუსიო პლატფორმებზე ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სფეროს სტაბილური განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.
ღონისძიება 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართა. სამიტში მონაწილეობა მიიღეს 12-დან 18 წლამდე მოზარდებმა. მათ წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ტურიზმის მომავლის შესახებ.