საქართველოში კურორტების განვითარების სააგენტო იქმნება

© photo: Sputnik / Stringerტურისტები გუდაურში
ტურისტები გუდაურში - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2022
გამოწერა
სააგენტო შეისწავლის საკურორტო ადგილების პოტენციალს, იმუშავებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ინვესტიციების მოზიდვაზე.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი უწყება – კურორტების განვითარების სააგენტო იქმნება, რომელიც ქვეყნის ტურისტული მიმართულების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
ახალი უწყება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, მუშაობას 15 ივლისიდან დაიწყებს.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, სააგენტოს მთავარი ამოცანა იქნება ბალნეოლოგიური და მთის კურორტების, ასევე ახალი კურორტების განვითარების ხელშეწყობა.
სააგენტო შეისწავლის საკურორტო ადგილების პოტენციალს, იმუშავებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ინვესტიციების მოზიდვაზე.
საქართველოში 300-მდე საკურორტო ზონაა. მოსახლეობაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვაო და ზამთრის კურორტები.
ყველა ახალი ამბავი
0