https://sputnik-georgia.com/20220707/turistebis-raodenoba-gaizarda-monacemebi-ganaxlda-268267146.html
ტურისტების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა - მონაცემები განახლდა
ტურისტების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტების ძირითადი ნაწილი სახმელეთო გზით შემოვიდა. 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T10:50+0400
2022-07-07T10:50+0400
2022-07-07T15:03+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899893_0:708:1367:1477_1920x0_80_0_0_efe805e2bb9e8cef128389a3c08d4cc2.jpg
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–ივნისში საქართველოს რუსეთის 247,1 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 463,7%-ით მეტია 2021 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემთან და 64,3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 234,5%-ით გაიზარდა.საქართველომ ექვს თვეში 1,6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 57,9%-ით ნაკლებია.საქართველოს ივნისში სამჯერ მეტი უცხოელი ეწვია>>>ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 1,2 მილიონი ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 186,3%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტების ნაკადი 56,8%-ით არის აღდგენილი.ვინ ლიდერობს საქართელოში ვიზიტებითტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა – 262,1 ათასი, რაც 112,6%-ით მეტია გასული წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით და 47,5%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ტურიზმზე: ბოლო 5 თვის მონაცემები>>>ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენლების რაოდენობაც, რომლებმაც ისტორიული სამშობლო მოინახულეს. იანვარი–ივნისში ისინი ქვეყანაში 122,9 ათასჯერ შემოვიდნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 159,3%-ით მეტია.როგორ შემოდიან ტურისტები საქართველოშისაქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 58,4% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (40,7%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 403,2 ათასმა ტურისტმა ისარგებლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259899893_0:707:1367:1732_1920x0_80_0_0_edc55764c03bd4cb7ea338913065f3d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ტურისტების რაოდენობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა - მონაცემები განახლდა
10:50 07.07.2022 (განახლებულია: 15:03 07.07.2022) საქართველოში ტურისტების ძირითადი ნაწილი სახმელეთო გზით შემოვიდა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარი–ივნისში საქართველოს რუსეთის 247,1 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 463,7%-ით მეტია 2021 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემთან და 64,3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 234,5%-ით გაიზარდა.
საქართველომ ექვს თვეში 1,6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 57,9%-ით ნაკლებია.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 1,2 მილიონი ტურისტული იყო. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 186,3%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტების ნაკადი 56,8%-ით არის აღდგენილი.
ვინ ლიდერობს საქართელოში ვიზიტებით
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა – 262,1 ათასი, რაც 112,6%-ით მეტია გასული წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით და 47,5%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.
ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენლების რაოდენობაც, რომლებმაც ისტორიული სამშობლო მოინახულეს. იანვარი–ივნისში ისინი ქვეყანაში 122,9 ათასჯერ შემოვიდნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 159,3%-ით მეტია.
როგორ შემოდიან ტურისტები საქართველოში
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 58,4% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (40,7%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 403,2 ათასმა ტურისტმა ისარგებლა.