https://sputnik-georgia.com/20220618/saqartvelom-turizmze-800-mln-dolari-gamoimusava-267590437.html
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ტურიზმზე: ბოლო 5 თვის მონაცემები
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ტურიზმზე: ბოლო 5 თვის მონაცემები
Sputnik საქართველო
2022 წლის მაისში 2019 წლის მაისთან შედარებით ტურიზმით მიღებული შემოსავლები 95,6%-ით აღდგა
2022-06-18T09:30+0400
2022-06-18T09:30+0400
2022-06-18T10:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252469096_0:130:3181:1919_1920x0_80_0_0_11daf9437f5cb5c8562960049dab996e.jpg
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს მიერ საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 840,9 მილიონი დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას. ტურიზმის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყო – ქვეყნის საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გაიხსნა, ხოლო სახმელეთო საზღვრები - 1 ივნისს.ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლები გაიზარდა 374,5%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 75,3%-ით აღდგა.ვინ ხარჯავს ფულს2022 წლის ხუთ თვეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა - 150,4 მილიონი დოლარი.ამასთან, მაისში ყველაზე მეტი დახარჯეს რუსეთის (46,2 მილიონი დოლარი), ბელარუსის (28,6 მილიონი დოლარი) და ევროკავშირის მოქალაქეებმა (25,1 მილიონი დოლარი).ვიზიტები საქართველოში2022 წლის იანვარი–მაისში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 257,8%-ით გაიზარდა და 1,2 მლნ შეადგინა.საქართველომ 2022 წლის ხუთ თვეში 2019 წლის მაჩვენებლები 39,5%-ით აღადგინა.ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 906,7 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 213,8%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 54,8%-ით აღდგა.საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2022 წლის იანვარ-მაისში თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წინა წლებში2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და მხოლოდ 427,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური), მაშინ, როცა პანდემიამდელ 2019 წელს საქართველოში ყველა დროის რეკორდი დაფიქსირდა, როდესაც 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური იყო, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.2021 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252469096_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_0f14fd3d87f808fee3379f929f51eae3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ტურიზმი შემოსავალი 5 თვის მონაცემები ეროვნული ბანკი
საქართველო ტურიზმი შემოსავალი 5 თვის მონაცემები ეროვნული ბანკი
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ტურიზმზე: ბოლო 5 თვის მონაცემები
09:30 18.06.2022 (განახლებულია: 10:37 18.06.2022) 2022 წლის მაისში 2019 წლის მაისთან შედარებით ტურიზმით მიღებული შემოსავლები 95,6%-ით აღდგა
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოს მიერ საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა 840,9 მილიონი დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას. ტურიზმის აღდგენა უკვე 2021 წლიდან დაიწყო – ქვეყნის საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გაიხსნა, ხოლო სახმელეთო საზღვრები - 1 ივნისს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლები გაიზარდა 374,5%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების პიკი იყო, 75,3%-ით აღდგა.
2022 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 258,6 მილიონი დოლარი, რაც 250,4%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით და მხოლოდ 4,4%-ით ნაკლებია 2019 წლის მაისთან შედარებით.
2022 წლის ხუთ თვეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა - 150,4 მილიონი დოლარი.
ამასთან, მაისში ყველაზე მეტი დახარჯეს რუსეთის (46,2 მილიონი დოლარი), ბელარუსის (28,6 მილიონი დოლარი) და ევროკავშირის მოქალაქეებმა (25,1 მილიონი დოლარი).
2022 წლის იანვარი–მაისში საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 257,8%-ით გაიზარდა და 1,2 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის ხუთ თვეში 2019 წლის მაჩვენებლები 39,5%-ით აღადგინა.
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 906,7 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 213,8%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 54,8%-ით აღდგა.
საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი 2022 წლის იანვარ-მაისში თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წინა წლებში
2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და მხოლოდ 427,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური), მაშინ, როცა პანდემიამდელ 2019 წელს საქართველოში ყველა დროის რეკორდი დაფიქსირდა, როდესაც 9,3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური იყო, ხოლო შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1,2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.