https://sputnik-georgia.com/20220705/sezonur-samusaoebze-wasulma-qartvelebma-germanul-sasamartlosi-saqme-moiges-268222865.html
სეზონურ სამუშაოებზე წასულმა ქართველებმა გერმანულ სასამართლოში საქმე მოიგეს
სეზონურ სამუშაოებზე წასულმა ქართველებმა გერმანულ სასამართლოში საქმე მოიგეს
Sputnik საქართველო
სასამართლომ დააკისრა გერმანულ კომპანიას თითოეული მოსარჩელისთვის თანხის გადახდა, რომელიც მათ გერმანიაში სამუშაოებზე გატარებულ პერიოდში ეკუთვნის
2022-07-05T19:58+0400
2022-07-05T19:58+0400
2022-07-05T22:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/98/245029862_0:165:2730:1701_1920x0_80_0_0_b8a74b0b5d10794787a299a40c543924.jpg
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. გერმანიაში ლეგალურ სამუშაოებზე დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანელი დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგეს – ისინი კომპენსაციებს მიიღებენ, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ პროფკავშირების გაერთიანების პრეს-სამსახურში.გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმის სეზონურმა მუშებმა სარჩელი გერმანიის სასამართლოში შეიტანეს და მოითხოვეს კომპენსაცია 2021 წლის ივნისში იძულებითი გაცდენისთვის. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს გერმანიის კანონი „მინიმალური ხელფასის შესახებ“.სასამართლომ გერმანულ კომპანიას დააკისრა თითოეული მოსარჩელისთვის თანხის გადახდა, რომელიც მათ გერმანიაში სამუშაოებზე გატარებულ პერიოდში ეკუთვნოდათ.ამგვარად, 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის საკომპენსაციო თანხა 1018 ევროს შეადგენს, ხოლო 1 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში – 909 ევროს.თავის მხრივ, დამსაქმებელი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეები არავის დაუტოვებია სრულ განაკვეთზე სამუშაოს გარეშე, მათ თვითონ დროულად არ დაიწყეს მუშაობა, სვამდნენ და თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. თუმცა დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა თავისი სიტყვები, რადგან მას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.ასევე, პროფკავშირის ინფორმაციით, გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებთან ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გააფორმა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება გერმანულ კანონმდებლობას. აღნიშნული ენა არცერთმა დასაქმებულმა არ იცოდა.გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ეწერა, რომ მუშები საათში 9,35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა რეალურად დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია. საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, მან სამუშაოს ანგარიშსწორება მოახდინა მოკრეფილი მარწყვის სამი ყუთის პროპორციულად.ქართველ დასაქმებულებს საქმის სასამართლომდე მიტანაში პროფკავშირები დაეხმარნენ, რომლებმაც გერმანელ კოლეგებს მიმართეს და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა სთხოვეს.ამჟამად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერით 11 სეზონური თანამშრომელი უკვე საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს უჩივის. ისინი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ და სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ.სასამართლო პროცესი 5 ივლისს იყო დანიშნული, მაგრამ 3 ნოემბრისთვის გადაიდო, რადგან საქმის ორი მთავარი მოწმე სასამართლოში ვერ გამოცხადდა.აუტანელი პირობებიდასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი გერმანიაში 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა და მათ ცხოვრება და მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ", რითაც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს, შრომის ანაზღაურება – დღეში 6–15 ევრო. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასული მოქალაქეების ნაწილი მაისის შუა რიცხვებში ქართულ მედიას დაუკავშირდა, მათ აცნობეს შრომის აუტანელ პირობებზე და დახმარება სთხოვეს. გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურმა სამინისტრომ ერთი კვირის შემდეგ პირობა დადო, რომ გერმანიაში ლეგალურ სამუშაოზე გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეების შრომის პირობები დაუყოვნებლივ გამოსწორდებოდა არსებული სტანდარტების შესაბამისად.თუმცა, ივნისის დასაწყისში მედიაში ისევ გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეების ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი შრომის პირობები მცირედითაც არ გაუმჯობესებულა – საყოფაცხოვრებო პირობები მძიმე რჩებოდა, ხოლო ხელფასი – დაპირებულზე დაბალი.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24502/98/245029862_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_9c68509c920d3001b09938a05b1eadfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სეზონური სამუშაო საქართველო მოქალაქე გერმანია სასამართლო საქმე მოიგება სარჩელი პროფკავშირები გაერთიანება
სეზონური სამუშაო საქართველო მოქალაქე გერმანია სასამართლო საქმე მოიგება სარჩელი პროფკავშირები გაერთიანება
სეზონურ სამუშაოებზე წასულმა ქართველებმა გერმანულ სასამართლოში საქმე მოიგეს
19:58 05.07.2022 (განახლებულია: 22:33 05.07.2022) სასამართლომ გერმანულ კომპანიას დააკისრა თითოეული მოსარჩელისთვის თანხის გადახდა, რომელიც მათ გერმანიაში სამუშაოებზე გატარებულ პერიოდში ეკუთვნოდათ.
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. გერმანიაში ლეგალურ სამუშაოებზე დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გერმანელი დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგეს – ისინი კომპენსაციებს მიიღებენ, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ პროფკავშირების გაერთიანების პრეს-სამსახურში.
გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმის სეზონურმა მუშებმა სარჩელი გერმანიის სასამართლოში შეიტანეს და მოითხოვეს კომპენსაცია 2021 წლის ივნისში იძულებითი გაცდენისთვის. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს გერმანიის კანონი „მინიმალური ხელფასის შესახებ“.
„საუბარია 23-კაციან ჯგუფზე. მათგან 18-მა დამსაქმებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გერმანიის სასამართლოში და ყველამ მოიგო სარჩელი. 11 მათგანი უკვე საქართველოში აგრძელებს დავას“, – განაცხადა გაერთიანების წარმომადგენელმა.
სასამართლომ გერმანულ კომპანიას დააკისრა თითოეული მოსარჩელისთვის თანხის გადახდა, რომელიც მათ გერმანიაში სამუშაოებზე გატარებულ პერიოდში ეკუთვნოდათ.
ამგვარად, 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის საკომპენსაციო თანხა 1018 ევროს შეადგენს, ხოლო 1 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში – 909 ევროს.
თავის მხრივ, დამსაქმებელი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეები არავის დაუტოვებია სრულ განაკვეთზე სამუშაოს გარეშე, მათ თვითონ დროულად არ დაიწყეს მუშაობა, სვამდნენ და თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. თუმცა დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა თავისი სიტყვები, რადგან მას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ასევე, პროფკავშირის ინფორმაციით, გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებთან ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გააფორმა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება გერმანულ კანონმდებლობას. აღნიშნული ენა არცერთმა დასაქმებულმა არ იცოდა.
გარდა ამისა, ხელშეკრულებაში ეწერა, რომ მუშები საათში 9,35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა რეალურად დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია. საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, მან სამუშაოს ანგარიშსწორება მოახდინა მოკრეფილი მარწყვის სამი ყუთის პროპორციულად.
ქართველ დასაქმებულებს საქმის სასამართლომდე მიტანაში პროფკავშირები დაეხმარნენ, რომლებმაც გერმანელ კოლეგებს მიმართეს და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა სთხოვეს.
ამჟამად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერით 11 სეზონური თანამშრომელი უკვე საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს უჩივის. ისინი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ და სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ.
სასამართლო პროცესი 5 ივლისს იყო დანიშნული, მაგრამ 3 ნოემბრისთვის გადაიდო, რადგან საქმის ორი მთავარი მოწმე სასამართლოში ვერ გამოცხადდა.
დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი გერმანიაში 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა და მათ ცხოვრება და მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.
საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ", რითაც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს, შრომის ანაზღაურება – დღეში 6–15 ევრო. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.
გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასული მოქალაქეების ნაწილი მაისის შუა რიცხვებში ქართულ მედიას დაუკავშირდა, მათ აცნობეს შრომის აუტანელ პირობებზე და დახმარება სთხოვეს. გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურმა სამინისტრომ ერთი კვირის შემდეგ პირობა დადო, რომ გერმანიაში ლეგალურ სამუშაოზე გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეების შრომის პირობები დაუყოვნებლივ გამოსწორდებოდა არსებული სტანდარტების შესაბამისად.
თუმცა, ივნისის დასაწყისში მედიაში ისევ გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეების ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათი შრომის პირობები მცირედითაც არ გაუმჯობესებულა – საყოფაცხოვრებო პირობები მძიმე რჩებოდა, ხოლო ხელფასი – დაპირებულზე დაბალი.