მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეებია: პრემიერი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ტრადიციულად საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში თითოეული მათგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 4 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი გაიმართება 6 ივლისს, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 26-27 ივლისს, გამოცდები მასწავლებლებისთვის 6-25 ივლისს ჩატარდება.

„ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო. მე ღრმად მწამს, რომ ცოდნა და განათლება, მეცნიერება და შემოქმედება არის ის, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს“, – დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელში.

მთავრობის მეთაურმა აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა აბიტურიენტებისთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად, მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
„საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობათა გამოვლენისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეექმნა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
წელს რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა. სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე რეგისტრირებულია 2,5 ათასი სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 9,5 ათასი.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. გამოცდების გრაფიკთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი! განათლების მინისტრი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს>>
აღსანიშნავია, რომ წელს პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს მისი გამოყენება შეუძლია. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, მაგრამ რეგისტრირებული არიან ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებით სესიას უზრუნველყოფს, სადაც ისინი გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება>>
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0