საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

© courtesy of National Assessment & Examinations Center of Georgiaაბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციას გადიან
აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციას გადიან - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2022
გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
აბიტურიენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები 22 ივლისამდე გასტანს. წელს რეგისტრაცია 41 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების სურვილი 34,5 ათასმა პედაგოგმა გამოთქვა. აქედან დაახლოებით 19,5 ათასი საგნის გამოცდას ჩააბარებს, 12,5 ათასზე მეტი – წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის გამოცდას.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდან საგამოცდო პროცესში პედაგოგები ჩაერთვებიან. მასწავლებლები საგნის და პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას 25 ივლისის ჩათვლით შეძლებენ.
სამაგისტრო გამოცდები 26-27 ივლისს ჩატარდება.
სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე რეგისტრირებულია 2,5 ათასი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 9,5 ათასი.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გრაფიკი:
ქართული ენა და ლიტერატურა:
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
5 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
6 ივლისი (პირველი სესია)
4 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა
მათემატიკა
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
უცხოური ენა:
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა
13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა
13 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა
13 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა
13 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა.
ფიზიკა:
14 ივლისი (მეორე სესია)
ლიტერატურა:
14 ივლისი (მეორე სესია)
ქიმია
15 ივლისი (მეორე სესია)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
15 ივლისი (მეორე სესია)
ისტორია:
18 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
19 ივლისი (პირველი სესია).
ზოგადი უნარები:
19 ივლისი (მეორე სესია)
ბიოლოგია:
20 ივლისი (მეორე სესია)
გეოგრაფია:
21 ივლისი (მეორე სესია)
სამოქალაქო განათლება:
22 ივლისი (პირველი სესია).
წელს ერთიანი ეროვნული გამოცები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. გამოცდების გრაფიკთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ წელს პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია ის გამოიყენოს.
იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, მაგრამ რეგისტრირებული არიან ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებით სესიას უზრუნველყოფს, სადაც ისინი გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ.
ტრანსპორტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან.
N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროს სადგურ „ვარკეთილიდან“.
რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროს სადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0