როგორ მუშაობს უკრაინაში რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი „კრასუხა-4С“

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
რადიოელექტრონული ბრძოლის რუსულ კომპლექსებს შეუძლიათ ყველა სახის საჰაერო სამიზნის აღმოჩენა და ჩახშობა დაბალ სიმაღლეზეც კი. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები არ ცვლიან, არამედ ავსებენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, მოქმედებენ საზენიტო საშუალებებთან ინტეგრირებულად და მათ წარმატებით იყენებენ უკრაინაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 ივნისს აჩვენა რადიოელექტრონული ბრძოლის მობილური კომპლექსის „კრასუხა-4С“-ს მაღალტექნოლოგიური მუშაობა - უკრაინის საჰაერო სივრცის სკანირება და უკრაინის შეიარაღებული ძალების მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატის რადიოლოკაციური სადგურის ჩახშობა.
კომპლექსი „კრასუხა-4С“ შთამბეჭდავი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების წყალობით პოულობს ნებისმიერი სისწრაფის ყველა სახის საჰაერო სამიზნეს ნებისმიერ სიმაღლეზე 300 კმ-ის რადიუსში. რადიოელექტრონული ბრძოლის პროგრამულ-აპარატურული საშუალებები ახშობენ უპილოტო აპარატების მართვის რადიოსიხშირეებს, მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების საბორტო ელექტრონიკას, ანუ არ აძლევს მათ დაზვერვის, დამიზნებული დარტყმების განხორციელების საშუალებას, აიძულებს აფრინდნენ უფრო მაღლა და მოექცნენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის აღმოჩენის ზონაში.
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
მიმოხილვა: საით მიფრინავენ რუსული რაკეტები
გასულ დღე-ღამეში რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებმა ჩამოაგდეს ორი უკრაინული მოიერიშე Су-25 ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში, ვერტმფრენი მი-8 ნიკოლაევის ოლქში, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების ათი უპილოტო აპარატი. ამაში წვლილი მიუძღვის რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსებსაც. რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სპეცოპერაციისას მთავარი სამიზნეა მოიერიშე Су-25, რომელიც დაბალ სიმაღლეზე გამუდმებით და წარუმატებლად ცდილობს ხვრელების აღმოჩენას რუსული საჯარისო დაჯგუფებების რადიოლოკაციურ ველზე.
რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსის „კრასუხა-4С“-ს მთავარი დანიშნულებაა - საჯარისო ნაწილების, სამეთაურო პუნქტების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების, მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების დაცვა საჰაერო დაზვერვისა და მაღალი სიზუსტის იარაღისგან. რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი მუდმივად ასკანერებს სივრცეს, პოულობს სამიზნეებს და აანალიზებს მოწინააღმდეგის აპარატურის სამუშაო სიხშირეებს, შემდეგ აგენერირებს რადიოხარვეზებს სიხშირეების ფართო დიაპაზონში. ახშობს რადიოლოკაციური სადგურების ყველა სახეობას, რომელსაც თვითმფრინავებში, ვერტმფრენებსა და უპილოტო აპარატებში, მათ შორის, Bayraktar-ში იყენებენ.

რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის თავისებურებები

რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსების აქტიური გამოყენება თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში არღვევს მოწინააღმდეგის მართვის ავტომატიზებული სისტემების მუშაობას და ჯარის დაცვისა და თავდასხმისთვის პირობების შექმნის საშუალებას იძლევა.
სირიაში „კრასუხა-4“ შესანიშნავად პოულობდა უპილოტო აპარატებს, რომლებითაც ცდილობდნენ ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე თავდასხმას ჯიჰადისტი ბოევიკები და მათი დასავლელი კურატორები, ასევე კურსს აკარგვინებდა „ტომაჰავკებს“, რომლებითაც ამერიკელები ცდილობდნენ არაბულ რესპუბლიკაზე თავდასხმას. უკრაინაში რადიოელექტრონული ბრძოლის რუსული ტექნიკა და ტაქტიკა სრულყოფას განაგრძობს.
რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი „კრასუხა-4С“ მეტად სრულყოფილი მოდიფიკაციაა, რომელიც სერიულად იწარმოება 2013 წლიდან. ახალი სისტემის უპირატესობაა ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების პრაქტიკულად სრული ავტომატიზაცია და ასპროცენტიანი ეფექტურობა. კომპლექსი აანალიზებს სიგნალების ტიპებს და უძლიერესი გამოსხივებით „გამოყავს მწყობრიდან“ მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგური - ამახინჯებს გადაცემულ და მიღებულ მონაცემებს, უკარგავს სამიზნეების აღმოჩენისა და დამიზნების შესაძლებლობას. ერთი სადგური ფარავს 600 კმ-იან მონაკვეთს. აშშ-ის სპეციალისტების მონაცემებით, „კრასუხა-4С“-ს შეუძლია თანამგზავრი-ჯაშუშების ელექტრონიკის მუშაობის შეფერხება. ამ კომპლექსის გადატანა შესაძლებელია „კამაზით“ (8Х8).
„კრასუხა-4С“-ს გარდა, უკრაინაში სპეცოპერაციაში რუსული ჯარი იყენებს რადიოელექტრონული ჩახშობის შორი მანძილის სახმელეთო კომპლექსებს „მოსკვასა“ და „მურმანსკს“, საავიაციო და საზღვაო ბაზირების სისტემებს. დასავლური ანალოგები არ არსებობს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
უკრაინის შეიარაღებული ძალები საბურღ პლატფორმებსა და კუნძულ ზმეინის უტევენ
ამერიკელებს ჰქონდათ მცდელობა, შეექმნათ კონკურენტუნარიანი კომპლექსი, თუმცა არ გამოუვიდათ. აშშ აღიარებს, რომ ელექტრომაგნიტურ სპექტრში ბრძოლის რუსულმა ძალებმა ეფექტურობა გამოავლინა.
რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსებზე მუშაობენ კონცერნები „ალმაზ-ანტეი“ და „რადიოელექტრონული ტექნოლოგიები“, ჰოლდინგი „როსელეკტრონიკა“ და „თავდაცვის სისტემები“.
რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსებს იყენებენ სატანკო შენაერთები, ასევე საჰაერო-სადესანტო ჯარები. რადიოელექტრონული ბრძოლის სამხედრო-საზღვაო ძალები გაერთიანებულია ცალკეულ ცენტრებში რუსეთის ოთხივე ფლოტში. საჰაერო-კოსმოსურ ძალებში რადიოელექტრონული ბრძოლის ცალკეული ბატალიონები ჯარის შემადგენლობაშია. უპილოტო ბაზირების რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსები - განვითარების ცალკე და მეტად პერსპექტიული ხაზია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0