უკრაინის შეიარაღებული ძალები საბურღ პლატფორმებსა და კუნძულ ზმეინის უტევენ

© photo: Sputnik / Iliya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
სამხედრო თვალსაზრისით საბურღ პლატფორმებსა და კუნძულ ზმეინიზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უშედეგო თავდასხმით კიევი ცდილობს ასიამოვნოს დასავლელ ორგანიზატორებსა და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების სპონსორებს, რათა ახალი კრედიტები და შეიარაღება მიიღოს.
რუსეთთან ბრძოლაში აშშ-ის და ნატოს კიეველი მარიონეტებისთვის მთავარი ფრონტი ფინანსურ-ეკონომიკურია. დასავლეთის დახმარების გარეშე საბრძოლო მოქმედებები დასრულდება უკრაინის კაპიტულაციით რამდენიმე დღეში. აქედანაა კიევის მუდმივი სწრაფვა თუნდაც მცირედი „უპირატესობის“ იმიტაციისკენ, რომელიც მედიაში კონვერტაციისთვის შეიძლება გაფორმდეს, როგორც ფულადი ტრანში ან დასავლური იარაღის პარტია. საზოგადოებაში რუსოფობიის შენარჩუნება კი მეორეხარისხოვანია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
რატომ გაანადგურეს უკრაინული ძალები „კალიბრით“ და არა „ისკანდერით“
უკრაინულმა ჯარმა შეუტია „ჩერნომორნეფტეგაზის“ საბურღ პლატფორმებს და კუნძულ ზმეინის 20 ივნისს, დილით. ზმეინიზე საჰაერო თავდასხმისას გამოიყენეს 15 სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო აპარატი, მათ შორის, Bayraktar TB2. კუნძულის მახლობლად შეინიშნებოდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული მზვერავი უპილოტო აპარატი „გლობალ ჰოკი“ RQ-4.
რუსულმა ჯარმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, დაებრუნებინა ზმეინი, მოიგერია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით - „პანცირითა“ და „ტორით“ და გაანადგურა 13 უპილოტო აპარატი, 4 რაკეტა „ტოჩკა-უ“, 20 სარაკეტო ჭურვი „ურაგანი“.
შეგახსენებთ, რომ მაისის შტურმის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა: 4 დამრტყმელი თვითმფრინავი, 10 ვერტმფრენი, 30 უპილოტო აპარატი, 58181 პროექტის 3 დაჯავშნილი კატარღა „კენტავრი“, ბორტზე დესანტით. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კუნძულ ზმეინის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მოსალოდნელია უკრაინის მხრიდან შეტევების გაგრძელება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
უკრაინაში უცხოელი ლეგიონერების ბედი განსაზღვრულია

უკრაინის შეცდომები

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ ვერ შეძლო ზმეინიზე დესანტის გადასმა, კიევმა შეუტია კუნძულის აღმოსავლეთით 40 კმ-ის დაშორებით განთავსებულ გაზის მომპოვებელ ინფრასტრუქტურას. Bayraktar TB2-ისა და კატარღების ჯგუფის შეტევის შედეგად დაზიანდა სამი პლატფორმა. ცნობილია, რომ დაიჭრა „ჩერნომორნეფტეგაზის“ სამი და უგზოუკვლოდ დაიკარგა შვიდი თანამშრომელი. ევაკუირებულია 94 მევახტე. ძლიერმა ხანძარმა БК-1-ზე ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე შეუქმნა შავიზღვისპირეთის არაერთ ქვეყანას.
რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამოიყენეს ამერიკული წარმოების გემსაწინააღმდეგო რაკეტები Harpoon, რომლებიც დანიიდან შემოიტანეს. აღსანიშნავია, რომ ალიანსის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ ზმეინიზე მაისის შტურმშიც.
საპასუხოდ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტა „ონიქსებით“ გაანადგურეს Bayraktar TB2-ის საწყობი ოდესის რაიონში, „შკოლნის“ სამხედრო აეროდრომზე, 155 მმ-იანი ჰაუბიცა М-777-ის ორი საარტილერიო ოცეული, „განაიარაღეს“ უკრაინული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორი გამშვები დანადგარი С-300 ოჩაკოვოსა და ტუზლის მახლობლად.
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
ნატოს ჯარი უკრაინაში = რუსეთის დარტყმებს დასავლეთის ქვეყნებზე
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ამას წინათ განაცხადა, რომ რუსული არტილერია ოცჯერ აღემატება უკრაინულს. გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ უარი თქვეს კიევისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კი აცხადებს, რომ ნიჩბებით გააგრძელებს ბრძოლას. ევროპა უკრაინულმა პრობლემებმა დაღალა. და მაინც ვაშინგტონისა და ლონდონის მართული კიევი კვლავ ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს.
აშშ და ბრიტანეთი ჯერჯერობით ომის მხარდაჭერას განაგრძობენ „უკანასკნელ უკრაინელამდე“, მაგრამ ამ ქვეყნებშიც შეინიშნება ეკონომიკური პრობლემები და შიდაპოლიტიკური ტურბულენტობა.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჯერ კიდევ მოუწოდებს მოკავშირეებს, მოემზადონ უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის, კოლექტიური დასავლეთი კი ნელა, მაგრამ დანამდვილებით ეძლევა სასოწარკვეთილებას. ლუგანსკის ოლქის „გუბერნატორმა“ სერგეი გაიდაიმ რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი შეტევის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხების ხაზზე ნამდვილი ჯოჯოხეთია, უკრაინელი სამხედროები მასობრივად ბარდებიან ტყვედ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0