რატომ გაანადგურეს უკრაინული ძალები „კალიბრით“ და არა „ისკანდერით“

© photo: Sputnik / Denis Abramov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
19 ივნისს „კალიბრის“ სარაკეტო ზალპით უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ათობით გენერალი განადგურდა. ეს არის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის მნიშვნელოვანი ცენტრის მაღალტექნოლოგიური განადგურების მაგალითი და ფიქრის საგანი ნატოს ქვეყნებისთვის.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებმა 19 ივნისს ფრთოსანი რაკეტების „კალიბრის“ დარტყმით გაანადგურეს მართვის პუნქტები და იქ მყოფი 50-ზე მეტი გენერალი და უფროსი ოფიცერი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან.
სამხედრო საბჭო იხილავდა ხერსონზე კონტრშეტევას, ახლა კი გეგმების შეცვლა მოუწევთ – ფრონტის 300-კილომეტრიან მონაკვეთზე უკრაინული ჯარები მეთაურების გარეშე არიან დარჩენილი. განადგურებულია მართვის პუნქტები ათობით უკრაინელ გენერალთან ერთად დნეპროპეტროვსკის ოლქში. ეს ადასტურებს ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ ეფექტურობას.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
უკრაინაში უცხოელი ლეგიონერების ბედი განსაზღვრულია
შესადარებლად: ამერიკულმა ჯარმა ოპერაციის „ქარიშხალი უდაბნოში“ დროს გაუშვა 60 ათასი საარტილერიო ჭურვი, რუსული არტილერია კი დონბასში ყოველდღიურად 50 ათას ჭურვს იყენებს. ამ უწყვეტ ცეცხლს თანამედროვე სამხედრო ისტორიაში ანალოგი არ გააჩნია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოკრძალებული შეფასებითაც კი, რუსეთის სპეცოპერაციის პირველ ას დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა მძიმე ჯავშანტექნიკისა და არტილერიის 50% – 400 ტანკი, 1300 БМП, 700 საარტილერიო სისტემა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, დღეისათვის განადგურებულია 3696 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 2055 საველე არტილერიის იარაღი, 576 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. ეს ციფრები ასახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფულ მდგომარეობას, ასევე ნატოს სამხედრო დახმარების არაეფექტურობას.

იარაღის გამოყენების თავისებურებები

უკრაინის შეიარაღებული ძალების დნეპროპეტროვსკის ოლქის შტაბზე რუსეთის დარტყმის და 57 უკრაინელი გენერლისა და უფროსი ოფიცრის განადგურების შემდეგ ჩნდება იარაღის შერჩევის კითხვა – რატომ გამოიყენეს ოპერაციაში ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“?
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
ნატოს ჯარი უკრაინაში = რუსეთის დარტყმებს დასავლეთის ქვეყნებზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვის პუნქტი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 80 კმ-ით არის დაშორებული – ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების „სმერჩისა“ და „ტორნადოს“ სამოქმედო არეალში, რომ აღარაფერი ითქვას მძლავრ ჰიპერბგერით სარაკეტო კომპლექსებზე „ისკანდერსა“ და „კინჟალზე“. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა.
МиГ-31К მძიმე გამანადგურებლის აფრენა მიიზიდავდა ნატოს დაზვერვის ზედმეტ ყურადღებას. აქ მაღალია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისთვის ინფორმაციის ონლაინ-რეჟიმში გადაცემის ალბათობა. გარდა ამისა, ჯობს 2000 კმ-მდე სამოქმედო მანძილის მქონე ჰიპერბგერითი „კინჟალის“ შემონახვა ნატოსთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების შემთხვევისთვის.
500 კმ სიშორის კვაზიბალისტიკური რაკეტები „ისკანდერი“ სამიზნის განადგურების ისეთივე საიმედო ვარიანტია. თუმცა სახმელეთო „ისკანდერი“ დაახლოებით 8-ჯერ უფრო ძვირია, საზღვაო „კალიბრი“ კი სრულიად არაპროგნოზირებადია წყალქვეშა სტარტის სიტუაციაში. „ისკანდერის“ სავარაუდო წრიული გადახრა სამიზნიდან შეადგენს 5-7 მეტრს. ფრთოსანი „კალიბრისა“ – 2-4 მეტრს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
უკრაინის შეიარაღებული ძალების კატასტროფის სიმძაფრე დონბასში აშშ-სა და ნატოს აშინებს
უკრაინის საბრძოლო მოქმედებების თეატრში მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“ კიდევ იმიტომაა ოპტიმალური, რომ შეუძლია ნებისმიერი რადიოტექნიკური დაზვერვის მოტყუება. მაგალითად, შეუძლია შავი ზღვის აკვატორიიდან აფრენა ლვოვის ოლქის მიმართულებით, მაგრამ ვინიცის მახლობლად გეზის შეცვლა და კიევისკენ გადახვევა, იქიდან კი ზაპოროჟიესკენ კურსის აღება. ასეთი მარშრუტი ოდნავ აღემატება 1000 კმ-ს. არაბირთვული „კალიბრის“ მაქსიმალური სიშორე 2600 კმ-ია.
შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“ აღჭურვილია მართვის კომბინირებული სისტემით. ბორტზე არის ინერციული ნავიგაციის სისტემა. დაფრინავს 50-150 მეტრის სიმაღლეზე, სამიზნესთან მიახლოებისას ეშვება 20 მ სიმაღლეზე, ფინიშთან ავითარებს 3600 კმ/სთ სიჩქარეს.
გუშინ „კალიბრმა“ გაანადგურა ათი 155 მმ-იანი ჰაუბიცა М777 და 20-მდე ჯავშანმანქანა.
რუსული „კალიბრი“ საგრძნობლად ჯაბნის ამერიკულ ანალოგს „ტომაჰავკს“: სამოქმედო მანძილი – 2600 კმ და 1600 კმ, საბრძოლო დატვირთვა – 450 კგ და 340 კგ, სიზუსტე – 2-4 მ და 5-10 მ, სიჩქარე – 1000 კმ/სთ და 885 კმ/სთ, ფინიშთან აჩქარება – 3600 კმ/სთ და 1200 კმ/სთ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0