მიმოხილვა: საით მიფრინავენ რუსული რაკეტები

© photo: Sputnik / Ministry of Defence  / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
დონბასში უკრაინის ჯარის მეთოდური განადგურებისას რუსული დანაყოფები არ ივიწყებენ სტრატეგიულ მიზანს - მთელი უკრაინის - ტერიტორიისა და სახელმწიფოს დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას. ყოველდღიურად იზრდება რუსული სარაკეტო, საავიაციო და საარტილერიო დარტყმების სიხშირე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ზურგის სიღრმეში, მათ შორის, დასავლეთ რეგიონებში. დემილიტარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს შორი მანძილის მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები.
26 ივნისს შორი ავიაციის რუსულმა თვითმფრინავებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და წარმატებით გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი სასწავლო ცენტრი ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ლვოვის ოლქებში. შედეგად ბრძოლისუნარიანობა სრულად დაკარგეს 65-ე, 66-ე მოტოქვეითმა ბრიგადებმა და 46-ე აერომობილურმა ბრიგადამ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული რეზერვების შემადგენლობიდან, რომლებიც ასრულებდნენ მზადებას აღმოსავლეთ ფრონტზე გადასასვლელად.
გარდა ამისა, კიევში ოთხმა რუსულმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანა კორპორაცია „არტიომის“ საამქროები, სადაც ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის საბრძოლო მასალას ამზადებდნენ.
ერთი დღით ადრე რუსულმა ჯარმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხარკოვის ოლქების სამხედრო ობიექტებზე. ამასთან, ნიკოლაევის ოლქში გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ოპერატიული ჯგუფი, ნიკოლაევში - უცხოური იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობი. დონბასში 25 ივნისს ზუსტი დარტყმით ლიკვიდირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 80 პოლონელი მოხალისე.
უკრაინული სარდლობა ცდილობს რამენაირად გაამართლოს რუსეთის მხრიდან მასირებული სარაკეტო იერიშების მოგერიების უუნარობა. კიევს ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ის მიღების იმედი აქვს. ისინი შექმნილია ობიექტების დასაცავად სივრცის შეზღუდულ სექტორში - 90 გრადუსი, 80 კმ-მდე მანძილი - და ხშირად მარცხდება მესამე სამყაროს ქვეყნების რაკეტებთან და უპილოტო აპარატებთან შეტაკებისას.

შორი მანძილიდან დემილიტარიზაციის ტაქტიკა

ყოველდღიური საარტილერიო იერიშის პარალელურად უზარმაზარ ტერიტორიებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე რუსეთის მასირებული სარაკეტო დარტყმები მეტად ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა უკრაინის დემილიტარიზაციისა და ნატოს ჯარების დემორალიზაციისთვის. წარმატების საფუძველი - რუსეთის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური უპირატესობა, ყველა დონის შტაბების - სამხედრო დაზვერვის, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სარაკეტო შეიარაღების სპეციალისტების შეთანხმებული მუშაობაა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
რატომ გაანადგურეს უკრაინული ძალები „კალიბრით“ და არა „ისკანდერით“
რუსული რაკეტებისა და ჭურვების მარაგი ამოუწურავია. მაგალითად, დამზადებულია „საბჭოთა“ ფრთოსანი რაკეტა Х-22-ის 1000-ზე მეტი ერთეული. ეს ზებგერითი მონსტრი, რომლის სასტარტო მასა დაახლოებით 6 ტონაა, წარმატებით გამოიყენება რუსული შორი მანძილის ბომბდამშენებით Ту-22М3. რაკეტა Х-22-ს შეუძლია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემების გვერდის ავლა, მოწინააღმდეგის მსხვილი და კარგად დაცული სამხედრო ობიექტების სერიოზულად დაზიანება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო წლებში მაღალი სიზუსტის იარაღის გადასატანი მოწყობილობების რაოდენობა 13-ჯერ გაიზარდა, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების არსენალი – 37-ჯერ. ახალი რაკეტების Х-101-ის (მანძილი - 5500 კმ), „კალიბრის“ (2600 კმ), „კინჟალის“ (2000 კმ), „ონიქსის“ (8000 კმ) უწყვეტი წარმოება სამ ცვლაში მიმდინარეობს და, რასაკვირველია, მოწინააღმდეგე ვერ ეღირსება რუსული არსენალის ამოწურვას ან დასახული ამოცანის დასრულებამდე იერიშების შესუსტებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალები უზარმაზარ ცოცხალ ძალას და ტექნიკას კარგავენ, უკან იხევენ დონბასში. დასავლეთს პოტენციალებს შორის სხვაობის კომპენსაციის ძალა არ შესწევს. პირიქით, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში უკრაინის ჯარის განადგურებას ხელი შეუწყო ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმაც, რომელმაც ზელენსკის სთხოვა, გაეძლო იქ G7-ის სამიტამდე.
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2022
უკრაინაში უცხოელი ლეგიონერების ბედი განსაზღვრულია
კიევი კვლავ გეგმავს რუსეთის ჯარის დამარცხებას 20 დღეში, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის ოთხი დანადგარის M142 HIMARS -ის გამოყენებით. დასავლეთისგან ითხოვს „რუსეთის შეჩერებას“ იარაღის ახალი პარტიების მიწოდებით, პირობას დებს, რომ კონტრშეტევაზე გადავა და რუსულ ჯარს 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნებს. ამისათვის უკრაინის თავდაცვის მინისტრი აპირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაფართოებას მილიონ სამხედრომდე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გეგმავს ბელგოროდზე სარაკეტო იერიშებს, არჩევს ლოკაციებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სტრატეგიას უკრაინის უშიშროების სამსახური, დაზვერვის მთავარი სამმართველო და პრეზიდენტის ოფისი ღიად უწოდებენ „კონტროლირებად ტერორს“. დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ეს დასავლურ პრესასაც დაუდასტურა. უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ ესმის, რომ „კონტროლირებადი ტერორი“ საფუძველს იძლევა, ტერორისტულად მიიჩნიოს მთელი უკრაინული სახელმწიფო. და ეს საკმაოდ წონიანი არგუმენტია რუსული სპეცოპერაციის სასარგებლოდ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0