მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Reuters: ევროკავშირი რუსეთთან „სკანდალის განსამუხტად“ კომპრომისზე მუშაობს

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitckiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. ლიეტუვის გავლით რუსეთის ექსკლავ კალინინგრადთან ვაჭრობა შესაძლოა რამდენიმე დღეში ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს, იუწყება სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ევროპის ოფიციალური პირები ბალტიისპირეთის სახელმწიფოსთან კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ცდილობენ, რათა მოსკოვთან „სკანდალი განმუხტონ“.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს, თუ როგორ დაუშვას სანქცირებული საქონლის ტრანზიტი თავისი ტერიტორიის გავლით კალინინგრადის მიმართულებით.
კომპრომისის ერთ-ერთი ვარიანტი, სააგენტოს წყაროს თქმით, არის ევროკავშირის სანქციების მოხსნა კალინინგრადსა და დანარჩენ რუსეთს შორის სატვირთო მიმოსვლაზე იმ მოტივით, რომ ეს საერთაშორისო ვაჭრობად არ მიიჩნევა, რადგან კალინინგრადი რუსეთის ნაწილია. თუმცა დათმობა შეიძლება გაკეთდეს იმ პირობით, რომ საქონელი გამოყენებული იქნება უშუალოდ რეგიონის ტერიტორიაზე და არ იქნება ექსპორტირებული კალინინგრადის პორტის გავლით. თუმცა ამ ვარიანტმა შესაძლოა ლიეტუვა დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენოს.
ვლადიმირ ჯაბაროვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
რუსი სენატორი: კალინინგრადის წართმევის მცდელობა „ხორცსაკეპი მანქანით“ დამთავრდება
კიდევ ერთი ვარიანტია საქონლის ტრანზიტის დაშვების ჰუმანიტარული საფუძველი.
სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს თქმით, თუ ბელარუსისა და ლიტვის გავლით ტრადიციული მარშრუტი არ აღდგება, მინსკი შიშობს, რომ მოსკოვმა შესაძლოა სამხედრო ძალა გამოიყენოს მის ტერიტორიაზე სახმელეთო დერეფნის ასაგებად. გარდა ამისა, ევროპის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე და მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუ ბუნებრივი აირის ნაკადები შემცირდება.
Reuters-ის ცნობით, კომპრომისული გადაწყვეტილება შეიძლება მომავალ კვირაში მიიღონ, როდესაც სანქცირებული საქონლის სიაში ცემენტი და ალკოჰოლი მოხვდება. ამ დროისათვის ევროკავშირის გავლით კალინინგრადში აკრძალულია რკინის, ფოლადისა და სხვა ლითონების ტრანზიტი.
გასულ კვირაში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება კალინინგრადის რეგიონში სანქცირებული საქონლის ტრანზიტის აღდგენას. თუმცა მანამდე ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ სურს კალინინგრადსა და რუსეთს შორის ტრაფიკის დაბლოკვა. მისი თქმით, ევროკომისია უახლოეს მომავალში წარმოადგენს განმარტებებს ანტირუსული სანქციების განხორციელების პროცედურის შესახებ კალინინგრადთან სატრანსპორტო კავშირების კონტექსტში.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0