რუსი სენატორი: კალინინგრადის წართმევის მცდელობა „ხორცსაკეპი მანქანით“ დამთავრდება

© Federation Council of Russia / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ჯაბაროვი
ვლადიმირ ჯაბაროვი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივნისი − Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნების მცდელობები, წაართვან კალინინგრადი რუსეთს, მათთვის ხორცსაკეპ მანქანაში მოხვედრად გადაიქცევა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა РБК-სთან ინტერვიუში.
ასე გამოეხმაურა ის ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის მარის გულბისის სიტყვებს, რომ ევროკავშირმა და ნატომ პირველი ნაბიჯები გადადგეს „აღმოსავლეთ პრუსიის ყოფილი დედაქალაქის კალინინგრადის რუსეთისგან გამოყოფისკენ“.
სენატორ ჯაბაროვს მიაჩნია, რომ კალინინგრადის „წაღების“ ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს შეტაკებას და ლიტვა და პოლონეთი პირველი იქნებიან, ვინც „ხორცსაკეპ მანქანაში მოხვდება“.

„ჩვენთვის კალინინგრადის წართმევის ნებისმიერი მცდელობა რუსეთთან სამხედრო შეტაკებით დასრულდება. არა მგონია, ნატოს ეს არ ესმოდეს. ლიტვამ და პოლონეთმა უნდა იფიქრონ ამაზე, რადგან ისინი პირველები არიან, ვინც სერიოზულად მოხვდება ამ ხორცსაკეპ მანქანაში“, − განაცხადა ჯაბაროვმა.

მისი აზრით, დასავლეთის ასეთი განცხადებები „რუსეთს სიმტკიცესა და სიმხნევეზე ამოწმებს“.
ამასთან, ჯაბაროვის აზრით, კალინინგრადში ტრანზიტის პრობლემა დიპლომატიური გზით შეიძლება გადაწყდეს. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა უკვე დაუშვა გამონაკლისი სანქციებიდან, რომლებიც ლიტვის გავლით ყველა საქონლის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.
ლიეტუვის ხელისუფლებამ 18 ივნისს დაბლოკა კალინინგრადში სანქცირებული საქონლის ტრანზიტი მისი ტერიტორიის გავლით. ლიეტუვის ხელისუფლებამ ევროკომისიისგან ინსტრუქციები მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი არ დააკმაყოფილა და ინსტრუქციები უკან დააბრუნეს თავიანთი კომენტარებით.
წყარო: RBC
ყველა ახალი ამბავი
0