https://sputnik-georgia.com/20220628/aqamde-sad-iyvnen-herman-sabo-teqnikuri-mtavrobis-seqmnas-skeptikurad-uyurebs-267971542.html
„აქამდე სად იყვნენ“ - ჰერმან საბო ტექნიკური მთავრობის შექმნას სკეპტიკურად უყურებს
„აქამდე სად იყვნენ“ - ჰერმან საბო ტექნიკური მთავრობის შექმნას სკეპტიკურად უყურებს
Sputnik საქართველო
დეპუტატს არ ესმის, რა ლეგიტიმაცია ექნება ტექნიკურ მთავრობას და ვინ აირჩევს მას
2022-06-28T22:45+0400
2022-06-28T22:45+0400
2022-06-28T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262221959_0:462:1200:1137_1920x0_80_0_0_2c0a998ca9c8edb809c61ca7b6483737.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის დეპუტატ ჰერმან საბოს წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და სად იყვნენ ეს ადამიანები აქამდე.სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.მან აღნიშნა, რომ სკეპტიკურად უყურებს ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას და არ ესმის, რა ლეგიტიმაცია ექნება მას ან როგორ უნდა აირჩიონ ის.„რა ლეგიტიმაცია აქვთ? ან როგორ აირჩევიან? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე ამ პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ“, - განაცხადა ჰერმან საბომ.მისი თქმით, პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია.ეს ძალაუფლების მიტაცების სურვილია - პარლამენტის სპიკერი ტექნიკურ მთავრობაზე >>ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ რთულია მოიძებნოს ისეთი ადამიანები, რომლებიც არც ერთ პარტიასთან არ არიან აფილირებული და ამავე დროს თავს გაართმევენ თავდაცვის ან ფინანსთა მინისტრის პოსტზე.ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ეს ის პარტიებია, რომელთაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დესტრუქციულ ძალას უწოდებს. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ პარტიებს სურთ ქვეყანაში ვითარების გამწვავება და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო.ტექნიკური მთავრობის შექმნა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - დეპუტატი >>ღარიბაშვილი რომ გადადგეს კიდეც, მისი მთავრობა თავის უფლებამოსილებას შეასრულებს, სანამ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს არ გამოუცხადებს ნდობას.გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის კანდიდატს წარადგენს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პარტია 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262221959_0:700:1200:1600_1920x0_80_0_0_1fe169a39d23708c56ea8dbf3df9a985.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჰერმან საბო ტექნიკური მთავრობა შექმნა გირჩი
ჰერმან საბო ტექნიკური მთავრობა შექმნა გირჩი
„აქამდე სად იყვნენ“ - ჰერმან საბო ტექნიკური მთავრობის შექმნას სკეპტიკურად უყურებს
22:45 28.06.2022 (განახლებულია: 22:48 28.06.2022) დეპუტატს არ ესმის, რა ლეგიტიმაცია ექნება ტექნიკურ მთავრობას და ვინ აირჩევს მას
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის დეპუტატ ჰერმან საბოს წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა და სად იყვნენ ეს ადამიანები აქამდე.
სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
„კარგად ვერ წარმომიდგენია, ტექნიკური მთავრობა როგორ უნდა შეიქმნას და თუ ისეთი ანგელოზები გვყავდა, ვისაც შეუძლია, საქართველოს ექვს თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიაღებინოს, აქამდე სად იყვნენ?“ - განუცხადა საბომ ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ სკეპტიკურად უყურებს ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას და არ ესმის, რა ლეგიტიმაცია ექნება მას ან როგორ უნდა აირჩიონ ის.
„რა ლეგიტიმაცია აქვთ? ან როგორ აირჩევიან? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე ამ პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
მისი თქმით, პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ რთულია მოიძებნოს ისეთი ადამიანები, რომლებიც არც ერთ პარტიასთან არ არიან აფილირებული და ამავე დროს თავს გაართმევენ თავდაცვის ან ფინანსთა მინისტრის პოსტზე.
„ამ კრიზისიდან გამოსავალია ვადამდელი არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი. არ მგონია, რომ აქციაზე ხალხი ვიღაცის დაძახებულზე გამოვიდა, იმის გამო გამოვიდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გამოცდა ვერ ჩააბარა, რომელიც ევროკავშირმა დაგვიყენა“, – განაცხადა საბომ.
ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „დროამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ეს ის პარტიებია, რომელთაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დესტრუქციულ ძალას უწოდებს. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ პარტიებს სურთ ქვეყანაში ვითარების გამწვავება და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო.
ღარიბაშვილი რომ გადადგეს კიდეც, მისი მთავრობა თავის უფლებამოსილებას შეასრულებს, სანამ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს არ გამოუცხადებს ნდობას.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის კანდიდატს წარადგენს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პარტია 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იყო.