https://sputnik-georgia.com/20220627/volski-teqnikuri-mtavroba-saqartvelostvis-mxolod-qaosis-momtani-iqneba-267922542.html
ვოლსკი: ტექნიკური მთავრობა საქართველოსთვის ქაოსის მომტანი იქნება
ვოლსკი: ტექნიკური მთავრობა საქართველოსთვის ქაოსის მომტანი იქნება
Sputnik საქართველო
არსებობს ბევრი ფორმატი იმისათვის, რომ განვიხილოთ საკითხები და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, განაცხადა დეპუტატმა
2022-06-27T20:16+0400
2022-06-27T20:16+0400
2022-06-27T21:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511619_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_638174af72ed5ecab943daba2862415f.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ტექნიკური მთავრობის იდეა მიმართულია დესტაბილიზაციისკენ, რომელიც გამოიწვევს არეულობებს, ქაოსს და რევოლუციური პროცესების განვითარებას, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.„სახალხო მოძრაობამ“, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ხმას აძლევს „ოცნებას“ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა. ყველა ევროპელი ლიდერი მიუთითებს, რომ მთავარი დეპოლარიზაციაა, რომ უნდა შესრულდეს ის, რასაც ევროკავშირი მოითხოვს.„არანაირი პოზიტიური განწყობა იმის, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს, არ არსებობს. ყველანაირი ფორმატი არსებობს, რათა საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო.ღარიბაშვილი რომ გადადგეს კიდეც, მისი მთავრობა თავის უფლებამოსილებას შეასრულებს, სანამ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს არ გამოუცხადებს ნდობას.გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის კანდიდატს წარადგენს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პარტია 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იყო.ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპროტესტო აქციებზე წამოყენებული მოთხოვნები გააკრიტიკა >>გასულ კვირაში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა, ასევე მზადაა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511619_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_e616c2bf4b89cc5fb104718de83d6b80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გია ვოლსკი ტექნიკური მთავრობა საქართველო ქაოსი
გია ვოლსკი ტექნიკური მთავრობა საქართველო ქაოსი
ვოლსკი: ტექნიკური მთავრობა საქართველოსთვის ქაოსის მომტანი იქნება
20:16 27.06.2022 (განახლებულია: 21:43 27.06.2022) არსებობს ბევრი ფორმატი იმისათვის, რომ განვიხილოთ საკითხები და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ტექნიკური მთავრობის იდეა მიმართულია დესტაბილიზაციისკენ, რომელიც გამოიწვევს არეულობებს, ქაოსს და რევოლუციური პროცესების განვითარებას, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„სახალხო მოძრაობამ“, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
„ოპოზიციაში წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება – რასაკვირველია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ... ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ხმას აძლევს „ოცნებას“ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა. ყველა ევროპელი ლიდერი მიუთითებს, რომ მთავარი დეპოლარიზაციაა, რომ უნდა შესრულდეს ის, რასაც ევროკავშირი მოითხოვს.
„არანაირი პოზიტიური განწყობა იმის, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს, არ არსებობს. ყველანაირი ფორმატი არსებობს, რათა საკითხებზე ვიმსჯელოთ და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის გადადგომის საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო.
ღარიბაშვილი რომ გადადგეს კიდეც, მისი მთავრობა თავის უფლებამოსილებას შეასრულებს, სანამ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს არ გამოუცხადებს ნდობას.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის კანდიდატს წარადგენს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პარტია 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იყო.
გასულ კვირაში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა, ასევე მზადაა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.