https://sputnik-georgia.com/20220627/iago-xviciam-saprotesto-aqciaze-wamoyenebuli-motxovnebi-gaakritika-267917342.html
ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპროტესტო აქციებზე წამოყენებული მოთხოვნები გააკრიტიკა
ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპროტესტო აქციებზე წამოყენებული მოთხოვნები გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
აქციის ორგანიზატორები არასწორ მოთხოვნებს აყენებენ, რადგან გაუგებარია, საიდან უნდა ჰქონდეს ტექნიკურ მთავრობას ლეგიტიმაცია, განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 27.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-27T18:33+0400
2022-06-27T18:33+0400
2022-06-27T21:19+0400
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267846218_0:42:800:492_1920x0_80_0_0_82d538de5074ca7a235c4771ed2fe5e3.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. დეპუტატი ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩია უაზრობად მიიჩნევს „სახალხო მოძრაობის“ მოთხოვნას ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის გადადგომის შესახებ.„სახალხო მთავრობამ“, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.დეპუტატის თქმით, აქციის ორგანიზატორები არასწორად აყენებენ მოთხოვნებს, რადგანაც გაუგებარია, საიდან უნდა ჰქონდეს ტექნიკურ მთავრობას ლეგიტიმაცია.„30 წელია ეროვნული მთავრობის თანხმობა არ გვაქვს და, თურმე, არასამთავრობო სექტორს ჰქონია პასუხი კითხვაზე, ვინ იქნება საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს იდეალური მთავრობა... არასამთავრობო ორგანიზაციას საიდან მოაქვს ეს ლეგიტიმაცია? რადგან „სირცხვილიამ“ თქვა, ეს ხალხი კაი ხალხია და მთავრობას დააკომპლექტებენო, ეს არის ლეგიტიმაცია?!“ – აღნიშნა ხვიჩიამ.დატოვებს თუ არა ღარიბაშვილი თანამდებობას: ვიცე-პრემიერის განმარტება>>მისი თქმით, ქართველი ხალხი არ დათანხმდება იმას, რასაც აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, შესაბამისად, მთავრობაზე არანაირი ზეწოლა არ იქნება.„ენჯეოშნიკები“ რომ მოიყვანონ მთავრობაში, მაგისთვის ხომ არ გამოვლენ, ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად?.. აღნიშნული მოთხოვნები არ არის მიმართული იმისკენ, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პატივმოყვარეობა გაუმჯობესდეს არასამთავრობო სექტორის და რამდენიმე აქტივისტის, ამაზეა გათვლილი და ეს ამბავი ასე არ გამოვა“, – თქვა ხვიჩიამ.ღარიბაშვილი რომ გადადგეს კიდეც, მისი მთავრობა თავის უფლებამოსილებას შეასრულებს, სანამ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს არ გამოუცხადებს ნდობას.გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის კანდიდატს წარადგენს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პარტია 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იყო.პრემიერის გადაყენების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.საქართველოს მთავრობის გადადგომა: ხელისუფლება და ოპოზიცია შანსებს აფასებენ>>მანამდე ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამო გადადგომას არ აპირებს.გასულ კვირაში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა, ასევე მზადაა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267846218_44:0:756:534_1920x0_80_0_0_aa99482a8d02eb2736ffa1230b618a79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპროტესტო აქციებზე წამოყენებული მოთხოვნები გააკრიტიკა
18:33 27.06.2022 (განახლებულია: 21:19 27.06.2022) აქციის ორგანიზატორები არასწორ მოთხოვნებს აყენებენ, რადგან გაუგებარია, საიდან უნდა ჰქონდეს ტექნიკურ მთავრობას ლეგიტიმაცია, განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. დეპუტატი ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩია უაზრობად მიიჩნევს „სახალხო მოძრაობის“ მოთხოვნას ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის გადადგომის შესახებ.
„სახალხო მთავრობამ“, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში შეიქმნას მინისტრთა ტექნოკრატიული კაბინეტი ეროვნული თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებით იმუქრება.
„ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ამის აღმოფხვრის მთავარი წესი არჩევნებია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატის თქმით, აქციის ორგანიზატორები არასწორად აყენებენ მოთხოვნებს, რადგანაც გაუგებარია, საიდან უნდა ჰქონდეს ტექნიკურ მთავრობას ლეგიტიმაცია.
„30 წელია ეროვნული მთავრობის თანხმობა არ გვაქვს და, თურმე, არასამთავრობო სექტორს ჰქონია პასუხი კითხვაზე, ვინ იქნება საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს იდეალური მთავრობა... არასამთავრობო ორგანიზაციას საიდან მოაქვს ეს ლეგიტიმაცია? რადგან „სირცხვილიამ“ თქვა, ეს ხალხი კაი ხალხია და მთავრობას დააკომპლექტებენო, ეს არის ლეგიტიმაცია?!“ – აღნიშნა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არ დათანხმდება იმას, რასაც აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, შესაბამისად, მთავრობაზე არანაირი ზეწოლა არ იქნება.
„ენჯეოშნიკები“ რომ მოიყვანონ მთავრობაში, მაგისთვის ხომ არ გამოვლენ, ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად?.. აღნიშნული მოთხოვნები არ არის მიმართული იმისკენ, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პატივმოყვარეობა გაუმჯობესდეს არასამთავრობო სექტორის და რამდენიმე აქტივისტის, ამაზეა გათვლილი და ეს ამბავი ასე არ გამოვა“, – თქვა ხვიჩიამ.
ღარიბაშვილი რომ გადადგეს კიდეც, მისი მთავრობა თავის უფლებამოსილებას შეასრულებს, სანამ პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს არ გამოუცხადებს ნდობას.
გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრემიერის კანდიდატს წარადგენს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ეს პარტია 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ იყო.
პრემიერის გადაყენების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
მანამდე ღარიბაშვილმა უკვე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამო გადადგომას არ აპირებს.
გასულ კვირაში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყვიტა, ასევე მზადაა, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თუ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.