https://sputnik-georgia.com/20220625/saqartvelos-mtavrobis-gadadgoma-xelisufleba-da-opozicia-sansebs-afaseben-267874832.html
საქართველოს მთავრობის გადადგომა: ხელისუფლება და ოპოზიცია შანსებს აფასებენ
საქართველოს მთავრობის გადადგომა: ხელისუფლება და ოპოზიცია შანსებს აფასებენ
Sputnik საქართველო
დღეს ქვეყანაში ნომერ პირველი პოლიტიკური საკითხია - რამდენად რეალურია პრემიერის გადადგომის რისკი და ვის სჭირდება ეს
2022-06-25T20:38+0400
2022-06-25T20:38+0400
2022-06-25T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259953527_0:144:2000:1269_1920x0_80_0_0_4f921818c886108b45a84daf3aeb3c84.jpg
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. „სახალხო მოძრაობის“ მოთხოვნას საქართველოს მთავრობის ერთ კვირაში გადადგომის შესახებ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა - ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში ეროვნული თანხმობით შეიქმნას მინისტრთა ახალი ტექნოკრატიული კაბინეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებს აანონსებს.ევროპული საბჭომ გაითვალისწინა ევროკომისიის დასკვნა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ 12 პრიორიტეტს შეასრულებს - დეოლოგარქიზაციის და დეპოლარიზაციის ჩათვლით. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება წარმატებად მიიჩნია.ხოლო პარტია „ლელოსთვის“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა მისაღები აღმოჩნდა.„ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და მოთხოვნებს, რომელიც იქაა დასახელებული. კერძოდ: ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.ახალი მთავრობის შექმნის პერსპექტივით კმაყოფილია ასევე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. ის გამოვიდა წინადადებით, რომ ახალ მთავრობაში არ იყონ მოქმედი პოლიტიკოსები.„საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მისი წევრები უნდა იყვნენ კონკრეტული დარგის აღიარებული სპეციალისტები, საერთაშორისო აღიარებითა და მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით“, - განაცხადა მელიამ.მაგრამ ყველა ოპოზიციურ პარტიას სახალხო მოძრაობის მოთხოვნები რეალისტურად არ მიაჩნია.„ჩემი აზრით, ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია, თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ სხვა ვინმეს წარმოადგენს, წარმომადგენლის სახლში წასვლას, რომ ითხოვ არასერიოზულია. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ასევე არასერიოზულია. არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი? ვინ არჩევს? ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი? რატომ ვენდობით ამ ხალხს? ვინ ნიშნავს ამ ხალხს თანამდებობაზე?“, - განაცხადა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.იმისათვის, რომ მთავრობამ იმუშაოს, მან პარლამენტის ნდობა უნდა მოიპოვოს. დღეისათვის პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ უჭირავს.რა წერია კანონშიღარიბაშვილის გადადგომის შემთხვევაშიც კი მისი მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს, სანამ პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს.გარდა ამისა, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას წამოაყენებს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა. 2020 წლის არჩევნების შედეგებით, ასეთი პარტია „ქართული ოცნებაა“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259953527_268:118:1888:1333_1920x0_80_0_0_6edb23f8654fa69c929213ea2f00873e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მთავრობა გადადგომა ხელისუფლება ოპოზიცია შანსები
საქართველო მთავრობა გადადგომა ხელისუფლება ოპოზიცია შანსები
საქართველოს მთავრობის გადადგომა: ხელისუფლება და ოპოზიცია შანსებს აფასებენ
20:38 25.06.2022 (განახლებულია: 20:39 25.06.2022) დღეს ქვეყანაში ნომერ პირველი პოლიტიკური საკითხია - რამდენად რეალურია პრემიერის გადადგომის შანსი და ვის სჭირდება ეს
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. „სახალხო მოძრაობის“ მოთხოვნას საქართველოს მთავრობის ერთ კვირაში გადადგომის შესახებ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.
სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა - ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში ეროვნული თანხმობით შეიქმნას მინისტრთა ახალი ტექნოკრატიული კაბინეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებს აანონსებს.
„მათი მოთხოვნები არათუ კონსტიტუციასთან, პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებთან არის შეუსაბამო, არამედ დღეს კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში შეუსაბამოა იმ გზავნილთან, პერსპექტივასა და სამუშაოსთან, რაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ უნდა შეასრულოს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ევროპული საბჭომ გაითვალისწინა ევროკომისიის დასკვნა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ 12 პრიორიტეტს შეასრულებს - დეოლოგარქიზაციის და დეპოლარიზაციის ჩათვლით. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება წარმატებად მიიჩნია.
ხოლო პარტია „ლელოსთვის“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა მისაღები აღმოჩნდა.
„ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და მოთხოვნებს, რომელიც იქაა დასახელებული. კერძოდ: ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
ახალი მთავრობის შექმნის პერსპექტივით კმაყოფილია ასევე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. ის გამოვიდა წინადადებით, რომ ახალ მთავრობაში არ იყონ მოქმედი პოლიტიკოსები.
„საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მისი წევრები უნდა იყვნენ კონკრეტული დარგის აღიარებული სპეციალისტები, საერთაშორისო აღიარებითა და მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით“, - განაცხადა მელიამ.
მაგრამ ყველა ოპოზიციურ პარტიას სახალხო მოძრაობის მოთხოვნები რეალისტურად არ მიაჩნია.
„ჩემი აზრით, ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია, თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ სხვა ვინმეს წარმოადგენს, წარმომადგენლის სახლში წასვლას, რომ ითხოვ არასერიოზულია. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ასევე არასერიოზულია. არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი? ვინ არჩევს? ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი? რატომ ვენდობით ამ ხალხს? ვინ ნიშნავს ამ ხალხს თანამდებობაზე?“, - განაცხადა პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
იმისათვის, რომ მთავრობამ იმუშაოს, მან პარლამენტის ნდობა უნდა მოიპოვოს. დღეისათვის პარლამენტში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ უჭირავს.
ღარიბაშვილის გადადგომის შემთხვევაშიც კი მისი მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს, სანამ პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს.
გარდა ამისა, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას წამოაყენებს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა. 2020 წლის არჩევნების შედეგებით, ასეთი პარტია „ქართული ოცნებაა“.