https://sputnik-georgia.com/20220627/datovebs-tuara-garibashvili-tanamdebobas-vice-remieris-ganmarteba-267916390.html
დატოვებს თუ არა ღარიბაშვილი თანამდებობას: ვიცე-პრემიერის განმარტება
დატოვებს თუ არა ღარიბაშვილი თანამდებობას: ვიცე-პრემიერის განმარტება
Sputnik საქართველო
ქვეყნის ინტერესია სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და მეტი ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 27.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-27T16:41+0400
2022-06-27T16:41+0400
2022-06-27T20:41+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/66/234406663_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_ccc944ef0df9ee82e681a18724f014ff.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნას არასერიოზული უწოდა.სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში ეროვნული თანხმობით შეიქმნას მინისტრთა ახალი ტექნოკრატიული კაბინეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებს აანონსებს.ღარიბაშვილის გადადგომის შემთხვევაშიც კი მისი მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს, სანამ პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს.საქართველოს მთავრობის გადადგომა: ხელისუფლება და ოპოზიცია შანსებს აფასებენ>>>გარდა ამისა, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას ასახელებს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა. 2020 წლის არჩევნების შედეგებით ასეთი პარტია „ქართული ოცნებაა“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/66/234406663_110:0:1922:1359_1920x0_80_0_0_86c5a5dff48a54ab6f0473aabdb337d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
დატოვებს თუ არა ღარიბაშვილი თანამდებობას: ვიცე-პრემიერის განმარტება
16:41 27.06.2022 (განახლებულია: 20:41 27.06.2022) ქვეყნის ინტერესია სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და მეტი ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნას არასერიოზული უწოდა.
სახალხო მოძრაობამ, რომელიც ახალგაზრდულმა სამოქალაქო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ დააფუძნა, პარასკევს წამოაყენა მოთხოვნა – ერთი კვირის განმავლობაში გადადგეს მთავრობა და ქვეყანაში ეროვნული თანხმობით შეიქმნას მინისტრთა ახალი ტექნოკრატიული კაბინეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა უვადო საპროტესტო აქციებს აანონსებს.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და ამ რთულ სიტუაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ინტერესების დაცვას განსაკუთრებით კარგად ახერხებს. ქვეყნის ინტერესია სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და მეტი ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა. ამ ამოცანებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ასრულებს, ის იქნება და თავის პოზიციაზე მუშაობას გააგრძელებს“, – განაცხადა დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ღარიბაშვილის გადადგომის შემთხვევაშიც კი მისი მთავრობა უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს, სანამ პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს.
გარდა ამისა, კონსტიტუციაში გაწერილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას ასახელებს პარტია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა. 2020 წლის არჩევნების შედეგებით ასეთი პარტია „ქართული ოცნებაა“.