როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე მაისში

© Ministry of Economy and Sustainable Developmentმინის საწარმო
მინის საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
მაისში, აპრილთან შედარებით, გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 0,2 პროცენტით შემცირდა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2022 წლის მაისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,2%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 19,6%-ით, მათ შორის სურსათზე – 15%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 9,3%-ით შემცირდა.
„საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,2%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მაისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,3%-ით გაიზარდა.
პირველადი მოხმარების საქონელზე მომხმარებელთა დანახარჯები იზრდება: კვლევა>>
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 19,6%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 15,6%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 20,4%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,8%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 6,3%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 21%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 214,7%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 38,7%-ით.
რა გაძვირდა საქართველოში - ბოლო მონაცემები>>
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 5,1%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 6,1%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის მაისში 13,3% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). სურსათზე ფასები წელიწადში 22%-ით გაიზარდა. 2022 წლის მაისში, 2022 წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0