რა გაძვირდა საქართველოში - ბოლო მონაცემები

გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ 2022 წლის მაისის მონაცემებით, ერთი წლის მანძილზე ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა უალკოჰოლო სასმელებზე, პურსა და პურპროდუქტებზე.
რაც შეეხება სურსათსა და მომსახურების სფეროს, ყველაზე მეტად გაძვირდა პროდუქტები, უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურება.
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13,3% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.
საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. თუმცა, მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პროგნოზირება ძალიან რთულია.
ყველა ახალი ამბავი
0