https://sputnik-georgia.com/20220624/ra-gazvirda-saqartveloshi-bolo-monacemebi-267828933.html
რა გაძვირდა საქართველოში - ბოლო მონაცემები
რა გაძვირდა საქართველოში - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ 2022 წლის მაისის მონაცემებით, ერთი წლის მანძილზე ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა უალკოჰოლო სასმელებზე... 24.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-24T19:41+0400
2022-06-24T19:41+0400
2022-06-24T22:48+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
ეკონომიკა
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267652416_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_d2b3782ca036d082132c71d87489c5df.png
რაც შეეხება სურსათსა და მომსახურების სფეროს, ყველაზე მეტად გაძვირდა პროდუქტები, უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურება.წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13,3% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. თუმცა, მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პროგნოზირება ძალიან რთულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267652416_582:0:3313:2048_1920x0_80_0_0_765c6ea182c90a1f9904ab5f6843acb7.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, ეკონომიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, ეკონომიკა, მულტიმედია, инфографика
რა გაძვირდა საქართველოში - ბოლო მონაცემები
19:41 24.06.2022 (განახლებულია: 22:48 24.06.2022) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ 2022 წლის მაისის მონაცემებით, ერთი წლის მანძილზე ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა უალკოჰოლო სასმელებზე, პურსა და პურპროდუქტებზე.
რაც შეეხება სურსათსა და მომსახურების სფეროს, ყველაზე მეტად გაძვირდა პროდუქტები, უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურება.
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 13,3% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა და ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს პრობლემად რჩება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში.
საქართველოს ხელისუფლება ინფლაციის დონის შემცირებას 2022 წლის მეორე ნახევარში ელოდება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. თუმცა, მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პროგნოზირება ძალიან რთულია.