მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ადამიანები მეგობრებს სუნით ირჩევენ: მეცნიერული კვლევა

© Pixabay / Victoria_Artბავშვები
ბავშვები - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ადამიანები მეგობრებს სუნის მიხედვით ირჩევენ, ისინი უპირატესობას მსგავსი სუნის მქონეებს ანიჭებენ, აცხადებენ ისრაელის ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Science Advance.
მეცნიერთა თქმით, დედამიწაზე მობინადრე ხმელეთის ძუძუმწოვრები ერთმანეთს ყნოსავენ, რათა მეგობარი და მტერი გაარჩიონ. ადამიანები ასევე ყნოსავენ საკუთარ თავსა და სხვებს, თუმცა ამის ფუნქცია უცნობია.

„გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები თავიანთ მსგავს მეგობრებს ეძებენ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ადამიანი ასევე შეიძლება ყნოსავდეს საკუთარ თავსა და სხვებს, რათა ქვეცნობიერად შეაფასოს სხეულთა სუნების მსგავსება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მეგობრობას“, — წერენ მკვლევარები.

ჰიპოთეზის შესამოწმებლად მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ერთნაირი სქესის მეგობრები (არარომანტიკული წყვილები) მიიწვიეს. მკვლევარებმა მათი სხეულების სუნები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ „ელექტრონული ცხვირით“ მიღებული ობიექტური შეფასებები და ადამიანების ცხვირით მიღებული სუბიექტური შეფასებები ერთმანეთს დაემთხვა. შესაბამისად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მეგობრების სუნი უფრო ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე შემთხვევითი წყვილებისა.
ამის შემდეგ მეცნიერებმა დამატებითი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც ერთმანეთისთვის სრულიად უცნობმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. ელექტრონული ცხვირების მეშვეობით მათგან ასევე შეკრიბეს მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ დიადები (წყვილები), რომლებსაც უფრო მსგავსი სუნები ჰქონდათ, მეტად იყვნენ განწყობილი პოზიტიური ურთიერთობებისთვის.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელექტრონული ცხვირის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ სოციალური კავშირები. ჩვენი დასკვნით, სოციალურ ქიმიაში ნამდვილად არის ქიმია“, — აცხადებენ ვეიცმაინის ინსტიტუტის სწავლულები.
მანამდე კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის კათედრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანი საერთოდ კარგავს ერთი სუნის მეორისგან გარჩევის უნარს, მაგალითად, ვანილის არომატს დარიჩინისგან ვერ ანსხვავებს, ეს შეიძლება დემენციის ადრეული ნიშანი იყოს.
წყარო: Science Advance
ყველა ახალი ამბავი
0