თუ სუნებს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევთ, ტვინი საფრთხეშია: დადგენილია მეცნიერულად

© Pixabay / PublicDomainPicturesქალი ყვავილით
ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2022
გამოწერა
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ასაკთან ერთად ყნოსვა უარესდება, მაგრამ თუ ადამიანი საერთოდ კარგავს ერთი სუნის მეორისგან გარჩევის უნარს, მაგალითად, ვანილის არომატს დარიჩინისგან ვერ ანსხვავებს, ეს შეიძლება დემენციის ადრეული ნიშანი იყოს, ნათქვამია Frontiers in Neuroscience-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
საქმე ისაა, რომ სწორედ ცხვირის ღრუში არსებული ნერვები უგზავნის ტვინს სიგნალებს ამა თუ იმ სუნის შესახებ.
როგორც მეცნიერები ამბობენ, სუნების გარჩევის უნარი ადამიანებს ხშირად კოგნიტური ფუნქციების შესამჩნევ დაქვეითებამდე წლებით ადრე უვლინდებათ.
სისხლის სინჯები - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
ჭკუასუსტობა და სისხლის ჯგუფი: დადგინდა, რომელ ჯგუფს ემართება დემენცია უფრო ხშირად
კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის პროფესორმა დევანგერ დევანანდმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 4%-ს ბავშვობიდანვე არ შეუძლია სუნის ამოცნობა, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო დემენციასთან. თუმცა იქვე დაადასტურა, რომ მეხსიერების მსუბუქ დაქვეითებას ხშირად თან ახლავს ცვლილებები სუნის ამოცნობის უნარში.
შესაბამისად, სწავლულთა რეკომენდაციით, თუ 50 წელს გადაცილებულები მსგავს ცვლილებებს შენიშნავენ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და ტვინის მდგომარეობა გამოიკვლიონ, რათა ხელი შეუშალონ პარკინსონის ან ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.
ყველა ახალი ამბავი
0