ჭკუასუსტობა და სისხლის ჯგუფი: დადგინდა, რომელ ჯგუფს ემართება დემენცია უფრო ხშირად

© Press service of Ministry of Defense of Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისისხლის სინჯები
სისხლის სინჯები - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი გენეტიკური ფაქტორი, რომელიც დემენციისა და სხვა კოგნიტიური დარღვევების მაღალ რისკს განსაზღვრავს, წერს გამოცემა Daily Express-ი.
სწავლულთა თქმით, საუბარია სისხლის მეოთხე ჯგუფზე, რომელიც ყოველ 25 ადამიანში ერთს აქვს. კვლევებით დადგინდა, რომ მათ შორის, რომლებსაც ხანდაზმულ ასაკში მახსოვრობისა და აზროვნების პრობლემები აქვთ, ძირითადად „მეოთხეები“ არიან.
სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
სისხლის ჯგუფები და პიროვნული თვისებები: იაპონელი მეცნიერების თეორია
გარდა ამისა, მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს კოგნიტიური დაქვეითების ბიომარკერი, რომელსაც „ფაქტორი VIII“ ეწოდება.
თუმცა კვლევის ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და მედიცინის მაგისტრი აქვე განმარტავს, რომ სისხლის ჯგუფი მხოლოდ ერთია რამდენიმე ფაქტორს შორის, რომლებიც დემენციის რისკს ზრდის. ეს ფაქტორებია:
სისხლის მაღალი წნევა;
ქოლესტერინის მაღალი დონე;
დიაბეტი.
გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“ - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
მთავარია სისხლის ჯგუფი: როგორ შევარჩიოთ მეორე ნახევარი – ამერიკული კვლევა
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერები კვლევას სამი წლის განმავლობაში ატარებდნენ, რა დროსაც 30 ათასი ადამიანი შეისწავლეს. კვლევამ გამოავლინა, რომ მათგან 495 კაცს ამ ვადაში კოგნიტიური პრობლემები განუვითარდა, ხოლო 587-ს მსგავსი პრობლემა არ ჰქონია.
მკვლევარებმა ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს შეადარეს, რათა ენახათ, იყო თუ არა მათ შორის კიდევ რაიმე სახის განსხვავება. აღმოჩნდა, რომ:
პირველი ჯგუფის სისხლის მქონეებს უფრო იშვიათად ემართებათ ინსულტი და გულის დაავადებები. ეს ორი ფაქტორი კი მნიშვნელოვნად ამცირებს „პირველებში“ მეხსიერების დაქვეითებასა და ჭკუასუსტობის რისკებს.
Банк пуповинной крови в Тбилиси Джеокорд - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
სისხლის ჯგუფი და ინფარქტი: დადგინდა, ვის უფრო ხშირად ემართება დაავადება
კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც 400.000 კაცი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ სისხლის მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის მქონეებს გულის შეტევის რისკი 8%-ით მაღალი აქვთ, ხოლო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით დაავადების რისკი − 47%-ით მეტი.
რამდენად ვნებიანი ხართ, ანუ სისხლის ჯგუფი და სექსუალური ტემპერამენტი>>
როგორც მეცნიერები აცხადებენ, იმის ცოდნა, თუ რომელი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის სისხლის ესა თუ ის ჯგუფი, იძლევა პაციენტებისადმი მიზნობრივი მიდგომების შემუშავების შანსებს.
ყველა ახალი ამბავი
0