ყურების სიწითლე და წვა: ხუთი უხიფათო და სამი საშიში მიზეზი

© Pexels / Karolina Grabowskaექიმი და პაციენტი
ექიმი და პაციენტი  - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. გარეთა ყური ხრტილოვანი ქსოვილია, რომელიც დაფარულია კანით და მჭიდროდაა დაქსელილი სისხლძარღვებით (კაპილარებით). ორგანიზმზე სხვადასხვა გარეგანი ზემოქმედების ან მის შიგნით მომხდარი ცვლილებების შედეგად იცვლება სისხლის ნაკადის სიჩქარე, სისხლძარღვები ვიწროვდება ან ფართოვდება, რაც ცვლის კანის ფერსა და სუბიექტურ შეგრძნებებს — ყურები წითლდება და ჩნდება განცდა, რომ ადამიანს ყურები ეწვის.
სახიფათოა თუ არა მსგავსი მდგომარეობა და ჯანმრთელობის რა პრობლემებზე მეტყველებს ეს სიმპტომი – სპეციალისტები განმარტავენ.

როდის არ არის ყურების სიწითლე და წვა საშიში

არსებობს მთელი რიგი პირობები, როდესაც ყურების სიწითლე მხოლოდ და მხოლოდ გარემოს ცვლილებებზე ბუნებრივი რეაქციაა.
ექიმი სინჯავს პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
რაზე მეტყველებს ხმაური ყურებში: დასახელდა სერიოზული დაავადებები
ამიტომ საშიში არ არის, თუ ყურები წითლდება:
როცა ადამიანს სცხელა — გარემოს მომატებული ტემპერატურის ფონზე.
როცა ტვინი აქტიურად მუშაობს რთული პრობლემის გადაჭრაზე. ასეთ დროს საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია, რაც სისხლის ყურებისკენ მივარდნას იწვევს და ამიტომ ჩნდება წვის შეგრძნება.
სტრესის ფონზე — მაგალითად, გაბრაზების ან მღელვარების დროს, რომელიც ხშირად გვეუფლება გამოცდის, ან მნიშვნელოვანი შეხვედრისას. ასეთ შემთხვევებში ყურების წვას ადრენალინის გამოყოფა იწვევს.
ალკოჰოლის მიღებისას — განსაკუთრებით, ძლიერი სიმთვრალისას.
ჰორმონალური რყევებისას — მაგალითად, მენსტრუაციის წინ.

როდისაა საყურადღებო ყურების წვა

თუ ყურები ხშირად გიწითლდებათ, თანაც ისე, რომ გგონიათ ალი აგდით, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს. ეს შეიძლება სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს და მეტყველებდეს იმაზე, რომ ადამიანს აქვს:
სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები და ჰიპერტენზია — მაღალი წნევის დროს ყურების მუდმივი სიწითლე არის მიზეზი იმისა, რომ აუცილებლად შემოწმდეს არა მხოლოდ გული, არამედ ღვიძლი, თირკმელზედა ჯირკვლები და თავად თირკმელები. ასეთი სიწითლე ხშირად ამ ორგანოების პრობლემებზე მიანიშნებს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2022
კიბოს უჩვეულო სიმპტომები: წინასწარი ნიშნები ყურებში
ვეგეტატიური დისფუნქციის სინდრომი — მდგომარეობა, რა დროსაც პერიფერიული ნერვული სისტემა სრულად ვერ არეგულირებს სისხლძარღვთა ტონუსს. ყურებში სისხლის ნაკადის მიწოლის გარდა, რაც წვის შეგრძნებას აჩენს, აღინიშნება ქოშინი, ჰაერის ნაკლებობა, თავბრუსხვევა, აჩქარებული გულისცემა, თავის ტკივილი. ეს ცვლილებები ფუნქციური ხასიათისაა და გულსა და სისხლძარღვებში სერიოზულ დარღვევებზე არ მიანიშნებს.
სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი — დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევაზე. ყურების წვისა და გაწითლების გარდა, შესაძლებელია გართულებებიც — ინფარქტი, გულის უკმარისობის ჩამოყალიბება. თუმცა ამ დაავადების დროს ყურების წვა წამყვანი სიმპტომი არ არის, ბევრად მნიშვნელოვანია: ტკივილი მკერდის არეში, რომელიც ვრცელდება მხარზე, მკლავსა და ყბაზე, მეტყველების დარღვევა, ცივი ოფლი, ცნობიერების დაქვეითება, ქოშინი, წნევის ვარდნა და შოკი.
ყველა ახალი ამბავი
0