https://sputnik-georgia.com/20220216/kisris-kibios-ucveulo-simptomi-264489369.html
კიბოს უჩვეულო სიმპტომები: წინასწარი ნიშნები ყურებში
კიბოს უჩვეულო სიმპტომები: წინასწარი ნიშნები ყურებში
Sputnik საქართველო
კიბოსგან ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება, მათი უმეტესობა უბრალოდ აგვიანებს ექიმთან მისვლას, ვინაიდან წინმსწრებ ნიშნებს არ იცნობს ან ყურადღებას არ აქცევს
2022-02-16T13:17+0400
2022-02-16T13:17+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24574/21/245742141_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_d9989cf2fb9d70c26fc44e61e7442062.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. კიბოსგან, რომელიც სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გაჩნდეს, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება, მათი უმეტესობა უბრალოდ აგვიანებს ექიმთან მისვლას, ვინაიდან წინმსწრებ ნიშნებს არ იცნობს, ან ყურადღებას არ აქცევს, წერს გამოცემა Daily Express-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.მაგალითად, როგორც პრაღის პროტონული თერაპიის ცენტრის პროფესორი ირჟი კუბეში აცხადებს, კიბოს ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი წინასწარი ნიშანი შესაძლოა ყურებში გამოვლინდეს.არ გამოტოვოთ: ფილტვის კიბოს ადრეული ნიშნები: სიმპტომები თითებზე, სახეზე, კისერსა და მხრებზესპეციალისტის თქმით, საუბარია კისრის კიბოზე, რომელსაც გართულებების გამოწვევა სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეუძლია, ვინაიდან ორგანიზმში სისხლითა და ლიმფური სისტემით ვრცელდება.კუბეშის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ თავისა და კისრის სიმსივნეები ხშირად ცხვირში, კისერში ან ყელში მდებარეობს, სრულიად ბუნებრივია, რომ სიმპტომებიც სწორედ ამ არეებში ჩნდებოდეს, მაგრამ ზოგი ნაკლებად ცნობილი ნიშანი შესაძლოა სხვა ადგილშიც გამოვლინდეს.გარდა ამისა, კისრის კიბოზე შეიძლება მიანიშნებდეს:პროფესორის თქმით, იმის გამო, რომ ეს კიბოს არასპეციფიკური სიმპტომებია, ადამიანები ხშირად უბრალოდ არ ანიჭებენ მნიშვნელობას.პროფესორის თქმით, თავისა და კისრის კიბოს ბევრი სახეობა მკურნალობას ექვემდებარება, თუ ისინი ადრეულ სტადიაზე გამოვლინდება.წყარო: Daily Express
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24574/21/245742141_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_d2580a3b52b7b93718fb09c273a7e3fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კიბო სიმსივნე კანცეროგენული დაავადება წინასწარი ნიშნები სიმპტომები
კიბო სიმსივნე კანცეროგენული დაავადება წინასწარი ნიშნები სიმპტომები
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. კიბოსგან, რომელიც სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება გაჩნდეს, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება, მათი უმეტესობა უბრალოდ აგვიანებს ექიმთან მისვლას, ვინაიდან წინმსწრებ ნიშნებს არ იცნობს, ან ყურადღებას არ აქცევს, წერს გამოცემა Daily Express-ი სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მაგალითად, როგორც პრაღის პროტონული თერაპიის ცენტრის პროფესორი ირჟი კუბეში აცხადებს, კიბოს ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი წინასწარი ნიშანი შესაძლოა ყურებში გამოვლინდეს.
სპეციალისტის თქმით, საუბარია კისრის კიბოზე, რომელსაც გართულებების გამოწვევა სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეუძლია, ვინაიდან ორგანიზმში სისხლითა და ლიმფური სისტემით ვრცელდება.
კუბეშის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ თავისა და კისრის სიმსივნეები ხშირად ცხვირში, კისერში ან ყელში მდებარეობს, სრულიად ბუნებრივია, რომ სიმპტომებიც სწორედ ამ არეებში ჩნდებოდეს, მაგრამ ზოგი ნაკლებად ცნობილი ნიშანი შესაძლოა სხვა ადგილშიც გამოვლინდეს.
„მაგალითად, გამუდმებით დაცობილი ყურები (იმ შეგრძნების მსგავსი, რომელიც აუზში ჩაყვინთვის შემდეგ ეუფლება ადამიანს) ან ყურის გამუდმებული ტკივილი შეიძლება კისრის კიბოს ნიშანი იყოს“, — ამბობს ექიმი.
გარდა ამისა, კისრის კიბოზე შეიძლება მიანიშნებდეს:
თეთრი ან წითელი ლაქები და წყლულები პირის ღრუში.
პროფესორის თქმით, იმის გამო, რომ ეს კიბოს არასპეციფიკური სიმპტომებია, ადამიანები ხშირად უბრალოდ არ ანიჭებენ მნიშვნელობას.
ამ დროს კი ყელის ტკივილი, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, ასევე ხმის ჩახლეჩა თუ რაიმე სხვა ტიპის ცვლილება ხმაში მეტად საყურადღებო ნიშნებია და მათი გამოვლენის შემთხვევაში ადამიანმა ექიმთან მისვლა არ უნდა გადადოს.
პროფესორის თქმით, თავისა და კისრის კიბოს ბევრი სახეობა მკურნალობას ექვემდებარება, თუ ისინი ადრეულ სტადიაზე გამოვლინდება.