https://sputnik-georgia.com/20211118/raze-metyvelebs-xmauri-yurebsi-saxeldeba-daavadebebi-262188206.html
რაზე მეტყველებს ხმაური ყურებში: დასახელდა სერიოზული დაავადებები
რაზე მეტყველებს ხმაური ყურებში: დასახელდა სერიოზული დაავადებები
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ყურებში ხმაური, ანუ ტინიტუსი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც დაახლოებით ყოველ მეხუთე ადამიანში ვლინდება და შესაძლოა... 18.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-18T16:05+0400
2021-11-18T16:05+0400
2021-11-18T20:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262187839_0:0:1201:676_1920x0_80_0_0_6c31736041ae390db7cdfff175c792c4.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ყურებში ხმაური, ანუ ტინიტუსი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც დაახლოებით ყოველ მეხუთე ადამიანში ვლინდება და შესაძლოა გარკვეულ დაავადებებზე მეტყველებდეს, აცხადებს ექიმი ნევროლოგი ალექსანდრ ევდოკიმოვი.ტინიტუსი ნიშნავს „ყურებში რეკვას“ მაშინ, როცა გარშემო არანაირი ხმა არ არის. ტინიტუსი შესაძლოა ჟღერდეს როგორც სისინი, სტვენა, შუილი, წუილი, შრიალი, ჭრიჭინი, გუგუნი და ა.შ. – პაციენტები ამ მდგომარეობას სხვადასხვაგვარად აღწერენ. ეს ხმაური შესაძლოა იყოს როგორც მხოლოდ ცალ ყურში, ისე ორივეში. მცირე ხმაური ყურებში თითქმის ყველა ადამიანს ჰქონია მცირე ხნით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის უწყვეტად გრძელდება და არ ცხრება. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და გამუდმებულ სტრესში ამყოფებს.როგორც ნევროლოგი ამბობს, ამ მდგომარეობას შეიძლება თან ახლდეს სმენის დაკარგვაც, თუმცა ტინიტუსი თავისთავად სიყრუეს არ იწვევს.ამასთან ყურებში გამუდმებული ხმაური შეიძლება ისეთ სერიოზულ დაავადებებზე მიანიშნებდეს, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება არც ყურს და არც სმენის პრობლემებს.ევდოკიმოვის თქმით, ეს დაავადებებია:ამასთან ევდოკიმოვი გვაფრთხილებს, რომ თუ ყურებში ხმაურს თან ახლავს თავბრუსხვევა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ეს შესაძლოა მენიერის დაავადების ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანი იყოს.მენიერის დაავადება — შიგნითა ყურის პათოლოგიაა, რომელიც უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული. მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი განკურნება შეუძლებელია, თუმცა მაინც არსებობს მეთოდი, რომელიც პაციენტს სიმპტომებს უმსუბუქებს და ცხოვრების ნორმალურ ხარისხს უნარჩუნებს.ექიმის თქმით, დაავადების ადრეულ სტადიაზე მკურნალობა ბევრად მაღალ ეფექტს იძლევა.
https://sputnik-georgia.com/20211110/parkinsonis-sami-nisani-xmasa-da-metyvelebasi-261955938.html
https://sputnik-georgia.com/20211022/civi-xelebi-ra-daavadebebze-metyvelebs-261412633.html
https://sputnik-georgia.com/20210726/idayvebze-kanis-mdgomareoba-daavadebebze-mianiSnebs-252422935.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262187839_0:0:1201:900_1920x0_80_0_0_6a544e08d661955dabcdd6a109ace26c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ყურებში ხმაური, ანუ ტინიტუსი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც დაახლოებით ყოველ მეხუთე ადამიანში ვლინდება და შესაძლოა გარკვეულ დაავადებებზე მეტყველებდეს, აცხადებს ექიმი ნევროლოგი ალექსანდრ ევდოკიმოვი.
ტინიტუსი ნიშნავს „ყურებში რეკვას“ მაშინ, როცა გარშემო არანაირი ხმა არ არის. ტინიტუსი შესაძლოა ჟღერდეს როგორც სისინი, სტვენა, შუილი, წუილი, შრიალი, ჭრიჭინი, გუგუნი და ა.შ. – პაციენტები ამ მდგომარეობას სხვადასხვაგვარად აღწერენ. ეს ხმაური შესაძლოა იყოს როგორც მხოლოდ ცალ ყურში, ისე ორივეში.
მცირე ხმაური ყურებში თითქმის ყველა ადამიანს ჰქონია მცირე ხნით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის უწყვეტად გრძელდება და არ ცხრება. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს და გამუდმებულ სტრესში ამყოფებს.
როგორც ნევროლოგი ამბობს, ამ მდგომარეობას შეიძლება თან ახლდეს სმენის დაკარგვაც, თუმცა ტინიტუსი თავისთავად სიყრუეს არ იწვევს.
ამასთან ყურებში გამუდმებული ხმაური შეიძლება ისეთ სერიოზულ დაავადებებზე მიანიშნებდეს, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება არც ყურს და არც სმენის პრობლემებს.
ევდოკიმოვის თქმით, ეს დაავადებებია:
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანთება ან დისფუნქცია;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
შაქრიანი დიაბეტი — საქმე ისაა, რომ დაავადება სმენით უჯრედებსა და ბუსუსებს აზიანებს, რომლებიც ნერვული იმპულსის ფორმირებაში მონაწილეობენ;
კისრის მალების პრობლემა — ოსტეოქონდროზის გამო ასევე შეიძლება წარმოიშვას ანგიოსპაზმი ან სისხლძარღვთა ტორტუოზი, რაც იწვევს სისხლის ტურბულენტობის მატებასა და, შესაბამისად, გარკვეულ ხმაურს აჩენს ყურებში;
ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიები — ანთებითი დაავადებები, სმენის ნერვის დაზიანება ან სმენის ცენტრების დაზიანება თავის ტვინის ქერქში;
არტერიული წნევის პრობლემები — აწევა ან დაწევა.
ამასთან ევდოკიმოვი გვაფრთხილებს, რომ თუ ყურებში ხმაურს თან ახლავს თავბრუსხვევა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, ვინაიდან ეს შესაძლოა მენიერის დაავადების ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანი იყოს.
მენიერის დაავადება — შიგნითა ყურის პათოლოგიაა, რომელიც უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული. მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მისი განკურნება შეუძლებელია, თუმცა მაინც არსებობს მეთოდი, რომელიც პაციენტს სიმპტომებს უმსუბუქებს და ცხოვრების ნორმალურ ხარისხს უნარჩუნებს.
ექიმის თქმით, დაავადების ადრეულ სტადიაზე მკურნალობა ბევრად მაღალ ეფექტს იძლევა.