https://sputnik-georgia.com/20211110/parkinsonis-sami-nisani-xmasa-da-metyvelebasi-261955938.html
პარკინსონის სამი ადრეული ნიშანი ხმასა და მეტყველებაში: ამერიკელი ექიმები განმარტავენ
პარკინსონის სამი ადრეული ნიშანი ხმასა და მეტყველებაში: ამერიკელი ექიმები განმარტავენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმპტომი ტრემორია, თუმცა არსებობს სხვა ნიშნებიც, რომლებიც კიდევ უფრო ადრე... 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T16:23+0400
2021-11-10T16:23+0400
2021-11-10T21:34+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24781/07/247810798_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_966174401178434b4db62736c3dc83d0.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმპტომი ტრემორია, თუმცა არსებობს სხვა ნიშნებიც, რომლებიც კიდევ უფრო ადრე ვლინდება და შესაძლოა პარკინსონის დაავადებაზე მეტყველებდეს, წერს გამოცემა Daily Express-ი.აშშ-ის პარკინსონის დაავადების ასოციაციის (APDA) სპეციალისტების თქმით, გარდა მოტორული სიმპტომებისა (კანკალი, მოძრაობის შენელება და შებოჭილობა), მეხსიერების პრობლემებისა, დეპრესიისა და შფოთვისა, პარკინსონის ხშირი სიმპტომი ასევე არის ხმის ცვლილებაც.ამასთან, პარკინსონის უფრო რთული სტადიის დროს:გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) განმარტებით, „პარკინსონით დაავადებულებში შესაძლოა თავი იჩინოს სხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომების ფართო სპექტრმა“. მათ შორისაა: წონასწორობის პრობლემა, სუნის დაკარგვა და ძილის პრობლემები.როგორც NHS-ის სპეციალისტები ამბობენ, პარკინსონით დაავადებული პაციენტების უმეტესობას სიმპტომები 50 წლის შემდეგ უჩნდება, თუმცა დაახლოებით ყოველი მეოცე ადამიანი პირველ ნიშნებს უკვე 40 წლის ასაკში გრძნობს.
https://sputnik-georgia.com/20211013/parkinsonis-daavadebis-simptomebi-fexebsa-da-fexis-titebze-260513100.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24781/07/247810798_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_a60cc361ac217b9bd420ceac4acfeaac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმპტომი ტრემორია, თუმცა არსებობს სხვა ნიშნებიც, რომლებიც კიდევ უფრო ადრე ვლინდება და შესაძლოა პარკინსონის დაავადებაზე მეტყველებდეს, წერს გამოცემა
Daily Express-ი. აშშ-ის პარკინსონის დაავადების ასოციაციის (APDA) სპეციალისტების თქმით, გარდა მოტორული სიმპტომებისა (კანკალი, მოძრაობის შენელება და შებოჭილობა), მეხსიერების პრობლემებისა, დეპრესიისა და შფოთვისა, პარკინსონის ხშირი სიმპტომი ასევე არის ხმის ცვლილებაც.
„ხმა შეიძლება გახდეს უფრო ჩუმი, ან ჯერ გაძლიერდეს, მერე კი დასუსტდეს. შეიძლება გაქრეს ხმის სიმაღლისა და ემოციის შეგრძნება, რის გამოც ადამიანი მონოტონურად საუბარს იწყებს“, — აცხადებენ APDA-ში.
ამასთან, პარკინსონის უფრო რთული სტადიის დროს:
მეტყველება შეიძლება გახდეს ბევრად სწრაფი,
სიტყვები ერთმანეთზე მიწყობილი,
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) განმარტებით, „პარკინსონით დაავადებულებში შესაძლოა თავი იჩინოს სხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომების ფართო სპექტრმა“. მათ შორისაა: წონასწორობის პრობლემა, სუნის დაკარგვა და ძილის პრობლემები.
როგორც NHS-ის სპეციალისტები ამბობენ, პარკინსონით დაავადებული პაციენტების უმეტესობას სიმპტომები 50 წლის შემდეგ უჩნდება, თუმცა დაახლოებით ყოველი მეოცე ადამიანი პირველ ნიშნებს უკვე 40 წლის ასაკში გრძნობს.