საქართველოში მოწევის ამკრძალავ ნიშნებს ყველგან არ იყენებენ - კვლევა

© Pixabay / DesignCoonმოწევის ამკრძალავი სტიკერი
მოწევის ამკრძალავი სტიკერი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
კვლავ შეინიშნება სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს ნაწარმის ღიად განთავსება, ნათქვამია კვლევაში.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ბევრ დაწესებულებაში დღემდე არ აღიარებენ მოწევის აკრძალვის შესახებ ნიშნის განთავსების აუცილებლობას, ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ კვლევაში.
ალიანსი აქვეყნებს „თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის დაცვის ყოველთვიური მონიტორინგის შედეგებს. ჯანმრთელობის გამტკიცების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით, ყოველთვიური მონიტორინგის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება შეფასდა 600 (192 თბილისში, 408 – რეგიონებში) სხვადასხვა დაწესებულებაში, სადაც მოწევა კანონით არის აკრძალული.
მონიტორინგი ჩატარდა სამედიცინო, საზოგადოებრივ, სახელმწიფო, საგანმანათლებლო, სასტუმრო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში.

„მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები შესასვლელ კარზე გაკრულია დაწესებულებების 64,0%-ში. მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები შენობის შიგნით გაკრულია დაწესებულებების 54,5%-ში“, – ნათქვამია კვლევაში.

მონიტორინგის მონაცემებით, დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა საჯარო (71,1%) და სამედიცინო (56,6%) დაწესებულებებში.
მონიტორინგის ფარგლებში ასევე შეამოწმეს სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქტების რეალიზაციის წესების დარღვევის ფაქტები. კვლავ დაფიქსირდა სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს პროდუქტების ღიად განთავსება.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კვლავ განგაშს ტეხს: მიზეზი სიგარეტის ალტერნატივაა>>
ამჯერადაც თამბაქოს ნაწარმის ხილულად განთავსების მაღალი მაჩვენებელი უპირატესად განაპირობა ქუჩისა და ბაზრობების დახლებმა, სადაც სიგარეტი ღიად იყიდება.
მონიტორინგის დროს გამოვლინდა სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამის ფაქტები. ეს ძირითადად შეეხება თუთუნის რეკლამას. ასეთი შემთხვევები საკმაოდ მცირეა და დაფიქსირდა შემოწმებულ დაწესებულებათა 2,2%-ში.
როდის გაიყიდება ყველა სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით: დეპუტატები სიახლის გადადებას მოითხოვენ>>
„სავაჭრო ობიექტის შიგნით თამბაქოს რეკლამები დაფიქსირდა შემოწმებული ობიექტების 0,2%-ში", – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ ჩატარებული მონტორინგის შედეგებში.
თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წლის მაისში ამოქმედდა და დღემდე სულ უფრო მკაცრდება.
ყველა ახალი ამბავი
0