https://sputnik-georgia.com/20220522/tambaqos-kontrolis-aliansi-kvlav-gangass-texs-mizezi-sigaretis-alertnativaa-266811981.html
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კვლავ განგაშს ტეხს: მიზეზი სიგარეტის ალტერნატივაა
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კვლავ განგაშს ტეხს: მიზეზი სიგარეტის ალტერნატივაა
Sputnik საქართველო
თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს შექმნას ცრუ წარმოდგენები გასახურებელი თამბაქოს, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივის შესახებ, აცხადებენ ორგანიზაციაში
2022-05-22T11:00+0400
2022-05-22T11:00+0400
2022-05-22T11:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23686/68/236866854_0:0:3143:1768_1920x0_80_0_0_6858d67958bf86ac6ccd0666d64d69c7.jpg
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ უკმაყოფილოა მედიკოსების ლექციებით გასახურებელი თამბაქოს სარგებლობის შესახებ, რომელიც ჩვეულებრივი სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენს.საქართველოში დღეს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის ფონზე, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ელექტრონული სიგარეტი ან სიგარეტი გასახურებელი თამბაქოს სტიკებით. მიზეზი არის უსიამოვნო სუნის არარსებობა და ნიკოტინის საკმარისი შემცველობა ნიკოტინდამოკიდებული ადამიანებისთვის.ალიანსის თვალსაზრისით, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს შექმნას ცრუ წარმოდგენები გასახურებელი თამბაქოს, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივის შესახებ და ამ მიზნით ექიმების გადაბირება დაიწყო.„მოვუწოდებთ ყველა ექიმს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტს, ჯანდაცვის და სამედიცინო პროფილის არასამთავრობო და პროფესიულ ასოციაციებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ღონისძიებებში“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.ალიანსმა მოუწოდა მთავრობას, ხელი შეუწყოს მსგავსი აქტივობების აკრძალვას.მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად, 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წლის მაისში ამოქმედდა და დღემდე მკაცრდება.წყარო - „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადება
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23686/68/236866854_412:0:3143:2048_1920x0_80_0_0_8f44c6b0c32ca6088a7146f7a7d2b734.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განგაში მიზეზი სიგარეტი ალტერნატივა გასახურებელი ექიმები
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განგაში მიზეზი სიგარეტი ალტერნატივა გასახურებელი ექიმები
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კვლავ განგაშს ტეხს: მიზეზი სიგარეტის ალტერნატივაა
11:00 22.05.2022 (განახლებულია: 11:12 22.05.2022) თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს შექმნას ცრუ წარმოდგენები გასახურებელი თამბაქოს, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივის შესახებ, აცხადებენ ორგანიზაციაში
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ უკმაყოფილოა მედიკოსების ლექციებით გასახურებელი თამბაქოს სარგებლობის შესახებ, რომელიც ჩვეულებრივი სიგარეტის ალტერნატივას წარმოადგენს.
საქართველოში დღეს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის ფონზე, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ელექტრონული სიგარეტი ან სიგარეტი გასახურებელი თამბაქოს სტიკებით. მიზეზი არის უსიამოვნო სუნის არარსებობა და ნიკოტინის საკმარისი შემცველობა ნიკოტინდამოკიდებული ადამიანებისთვის.
„მიზანია წარჩინებული ახალგაზრდების დამუშავება და მათში ლოიალობის გაჩენა მკვლელი პროდუქტის მწარმოებელი ბიზნესის მიმართ“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
ალიანსის თვალსაზრისით, თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს შექმნას ცრუ წარმოდგენები გასახურებელი თამბაქოს, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივის შესახებ და ამ მიზნით ექიმების გადაბირება დაიწყო.
„მოვუწოდებთ ყველა ექიმს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტს, ჯანდაცვის და სამედიცინო პროფილის არასამთავრობო და პროფესიულ ასოციაციებს, არ მიიღონ მონაწილეობა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ღონისძიებებში“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
ალიანსმა მოუწოდა მთავრობას, ხელი შეუწყოს მსგავსი აქტივობების აკრძალვას.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად, 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა საქართველოში 2017 წლის მაისში ამოქმედდა და დღემდე მკაცრდება.