„შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ“: საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოს მიმართა

© press-service of the President of Georgiaსაქართველოს პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოს მიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, განაცხადა სალომე ზურაბივილმა.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებს პირობა მისცა, რომ გააკონტროლებს ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციაში ჩაწერილი პირობების შესრულებას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს,

„მე, პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო იმისა, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ და მსურს მჯეროდეს, რომ შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ევროკავშირის საბჭოს წინაშე ვიდეოკავშირის მეშვეობით გამოსვლისას.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალზე სერიოზულად ვეკიდებით გამოწვევას და ამაზე ვიმუშავებთ, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„რაც დღეს მოხდა... შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება... მაგრამ, ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველო მზადაა, ევროკავშირის ყველა პირობა შეასრულოს – პრემიერი>>
მისი თქმით, როდესაც საქართველო ევროპის გზაზე სხვადასხვა ნაბიჯს დგამდა, იქნებოდა ეს სამეზობლო პოლიტიკის ინიციატივა, აღმოსავლეთ პარტნიორობა ან ასოცირების შეთანხმება, მუდამ მეორდებოდა, რომ „ეს იყო ყველაფერი, გარდა წევრობისა, რომ გზა არ იყო წევრობისკენ, რომ ეს იყო პარალელური გზა“.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა ჩვენი გზა ნათლად წევრობისკენ და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენაა და ეს ისტორიული ნაბიჯია“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, შანსი, რომელიც საქართველოს მიეცა, ასევე არის გამოწვევა, რომ შემდეგ ნახევარ წელიწადში სერიოზულად მოეკიდოს რეფორმებს.
„ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. ამ წლის ბოლომდე გვაქვს დრო, ეს პირობა გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუ შევასრულებთ იმას, რასაც ჩვენგან ელიან“, – აღნიშნა მან.
„საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია“:პრეზიდენტი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე>>
„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ასახავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს შეადგენს.
ეს ისტორიული დღეა: პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე>>
მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივის" აღიარება უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ უსამართლობაა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი, რადგან ქვეყანა ყველა გლობალური რეიტინგით უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0