საქართველო მზადაა ევროკავშირის ყველა პირობა შეასრულოს - პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2022
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის გადაწყვეტილება შეაფასა.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის ყველა პირობა შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს ბრიფინგზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
„ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში... ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მიღწევების აღიარებაა.
ღარიბაშვილის თქმით, ევროპულმა საბჭომ შეაფასა ქართველი ხალხის სწრაფვა და ევროპული პერსპექტივა ქვეყნის მთავრობის მუშაობის შედეგია ბოლო ათი წლის განმავლობაში.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა განაგრძოს მუშაობა, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არის მობილიზებული, რათა დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ, რათა დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ასახავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა.
ეს ისტორიული დღეა: პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე>>
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს შეადგენს.
მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივის" აღიარება უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ უსამართლობაა საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება, რადგან ქვეყანა ყველა გლობალური რეიტინგით უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0