https://sputnik-georgia.com/20220624/es-istoriuli-drea-premier-ministri-evropuli-sabwos-gadawyvetilebaze-267790233.html
ეს ისტორიული დღეა: პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე
ეს ისტორიული დღეა: პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
პრემიერმა მიულოცა უკრაინას და მოლდოვას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება
2022-06-24T00:48+0400
2022-06-24T00:48+0400
2022-06-24T00:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267403052_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_fdc5d8af0ed9e8fda03ea3732b861ed8.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის და ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა პრიორიტეტი, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ში.იმის შესახებ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს, ცოტა ხნის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.ამასთან მან მიულოცა უკრაინას და მოლდოვას, რომ მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე გადაწყდა.„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ასახავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა.ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს შეადგენს.მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივის" აღიარება უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ უსამართლობაა საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება, რადგან ქვეყანა ყველა გლობალური რეიტინგით უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267403052_202:129:939:682_1920x0_80_0_0_3a4a9f08d13f809be82169b40c9b9d90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭო გადაწყვეტილება სტატუსი კანდიდატი ევროკავშირი წევრი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭო გადაწყვეტილება სტატუსი კანდიდატი ევროკავშირი წევრი
ეს ისტორიული დღეა: პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე
00:48 24.06.2022 (განახლებულია: 00:49 24.06.2022) პრემიერმა მიულოცა უკრაინას და მოლდოვას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის და ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა პრიორიტეტი, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ში.
იმის შესახებ, რომ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტმა გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა მას შემდეგ, რაც დასახულ პრიორიტეტებს შეასრულებს, ცოტა ხნის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
„ეს უდაოდ ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა ევროპული პერსპექტივა საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა კანდიდატობის სტატუსი მალე მივიღოთ“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
ამასთან მან მიულოცა უკრაინას და მოლდოვას, რომ მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკვე გადაწყდა.
„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ასახავს რეკომენდაციებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გასცა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს შეადგენს.
მანამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „ევროპული პერსპექტივის" აღიარება უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ამასთან მან აღნიშნა, რომ უსამართლობაა საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება, რადგან ქვეყანა ყველა გლობალური რეიტინგით უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას.